ბენზემას „პსჟ“ უნდა ფინალში

ფრანგმა გოლეადორმა კარიმ ბენზემამ, „რეალის“ ოფიციალურ საიტთან საუბრისას დასძინა, რონ „ტრიპლეტის“ იმედს არ კარგავს.

„რასაკვირველია, შარშანდელი ჯახი დორტმუნდელებთან არ დაგვვიწყებია.წლეულს, „რეალი“ ახალი გუნდია და სხვა შემართებით გავა მწვანე მინდორზე.„ყვითლებში“ ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ მათი ლაზარეთი სავსეა.ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამარჯვებული ჩვენ გამოვიდეთ.“

„მთავარი მიზანი „ტრიპლეტის“ შესრულებაა.მჯერა, რომ მოვახერხებთ სეზონის ტრიუმფალურ ნოტზე დასრულებას.ჩვენს შემადგენლობას დიდი შესაძლებლობები გააჩნია.კარლომ სტაბილურობა შეგვმატა, რაც მეტად მნიშვნელოვანია.“

„ჩემპიონთა ლიგაზე დიდებულად გამოვდივართ.ფინალამდე შორი გზა არ დარჩა და იმედია, აუცილებლად ვითამაშებთ ტურნირის გადამწყვეტ დაპირისპირებაში.“

„ვის ვისურვებდით მეტოქედ ფინალში? რა თქმა უნდა, „პსჟ“-ს, რამეთუ ფრანგული კლუბია.“

„ადვილია რონალდუსა და ბეილის გვერდით თამაში.ისინი საოცრად სწრაფები და ტექნიკურები არიან.ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს.“

„თავდაუზოგავი მუშაობის წყალობით, თავდაჯერებულობა მოვიპოვე და ყველაფერი კარგად მიდის.“

„ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, „ლიონში“ მქონდა დებიუტი.მაშინ 17 წლის ვიყავი და გოლიც გავიტანე.ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარეს აღნიშნული გათამაშება.“

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)