ლევანდოვსკი : "ბერნაბეუზე თამაში მსურდა, თუმცა..."

რობერტ ლევანდოვსკის განცხადებით, მას ძალიან წყდება გული იმაზე, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე საკუთარი გუნდის დახმარებას ვერ მოახერხებს...

"ვიცით, რომ ურთულესი მატჩი გველის, გუნდი სრულიად კონცენტრირებულია ჩემპიონთა ლიგაზე და ყველაფერს გააკეთებს წარმატების მისაღწევად."

"გული მწყდება, ძალიან მინდოდა სანტიაგო ბერნაბეყზე გასვლა, იქ დიდებული ატმოსფეროა, სადაც გულშემატკივრები "რეალს" მხურვალედ გულშემატკივრობენ, აქედან გამომდინარე კარგი იქნებოდა მეთამაშა და გუნდს დავხმარებოდი."

"კლოპი დიდებული მწვრთნელია, მან ზუსტად იცის კონკრეტულ სიტუაციაში კოლექტივს რა სჭირდება, მე მისი მჯერა და ვიცი, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს."

"წარმოუდგენელია ესპანეთში ყველაფერი გადაწყდეს, რეალთან თამაშის გამოცდილება ჩვენ უკვე მივიღეთ, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, მეორე დაპირისპირებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, სადაც მასპინძლები ჩვენ ვიქნებით."

"კარლო ანჩელოტის გუნდს საკმაოდ მაღალი დონის მცველები ჰყავს, სერხიო რამოსს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელად მივიჩნევ, მასთან ჭიდილი ძალიან რთულია."

"შარშან განვითარებული მოვლენები არასდროს დამავიწყდება, ფორმის პიკში ვიყავი და ეს "მერენგების" კარის რამდენჯერმე აღებით კიდევ ერთხელ დავამტკიცე, დიდებული საღამო იყო."

  • Hala
  • 31 მარტი 2014
  • 2 932
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)