გულშემატკივართა ამნეზია ბერნაბეუზე
"ვერ გამიგია როგორ შეგიძლია დაუსტვინო გუნდის ლიდერს, სულს და გულს, მოთამაშეს, რომელსაც ლა ლიგაში 28, ჩემპიონთა ლიგაში 13 და სამეფო თასზე 3 გოლი აქვს გატანილი" - სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო რაიო ვალეკანოსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ...
მართლაც, პორტუგალიელ ოქროს ბურთის მფლობელს ნახევრად ცარიელმა სანტიაგო ბერნაბეუმ სტვენის კორიანტელი მოუწყო, რასაც შვიდიანი ნამდვილად არ იმსახურებდა.
მიზანი რა თქმა უნდა კატალონიის ბარსელონასთან და ანდალუსიურ სევილიასთან უფერული თამაშია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ კლასიკო და მომდევნო დაპირისპირება მხოლოდ რონის კისერზე არ არის, იქ მთელ გუნდს შეეტყო გარკვეული ხარვეზები, რამაც საბოლოო ჯამში წარუმატებლობა მოიტანა.
იბადება კითხვა : "რისი ლიდერი ხარ თუ კრიზისის დროს ვერ დაძლიე პრობლემები? " - რა თქმა უნდა მსგავსი კრიტიკა აზრს მოკლებული არ არის, თანაც შვიდიანს არამხოლოდ ამ ორ თამაშში ახასიათებდა ინერტულობა, ყოფილა შეხვედრები, სადაც მას გაცილებით მეტი უნდა გაეკეთებინა, თუმცა ვერ მოახერხა, მაგრამ აუცილებლად გასახსნებელია უამრავი დაპირისპირება თუნდაც ბარსელონასთან, სადაც რონი შეუდარებელი იყო, აქედან გამომდინარე მისი სტვენით შემკობა ინჩასებით მხრიდან მაინც ურიგოა.
ვალეკანოსთან მატჩში იყო მომენტი, სადაც რონიმ ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ალვარო მორატას ბურთი არ გადააწოდა, რამაც ფანების აღელვება გამოიწვია, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს. რატომ ცდილობდა შვიდიანი თავის გამოჩენას? სწორედ იმიტომ, რომ გულშემატკივართა გულები გაეთბო.
კლუბისა და გულშემატკივართა მხარდაჭერა კრიშტიანოს არასდროს აკლდა, აუცილებლად გასახსენებელია ოქროს ბურთის ცერემონიის წინა პერიოდი, როდესაც მთელი მადრიდი რონის სახელს სკანდირებდა, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა კი შეგირდს მხარს ღიად უჭერდა და ყველა განცხადებაში ხაზს უსვამდა, რომ წლეულს მადრიდელი შემტევი საუკეთესოა.
ყველაფრის მიუხედავად რონალდუს მიმართ მსგავსი საქციელი პირველი შემთხვევა არ არის. ალბათ გვახსოვს პორტუგალიელის კომენტარი, რომელიც მის მადრიდში დარჩენა, არ დარჩენის საკითხს ეხებოდა, მაშინ შეგირდმა განაცხადა, რომ ესპანეთის დედაქალაქში ისე ბედნიერად ვეღარ გრძნობს თავს, როგორც ადრე, თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა და გუნდსა და ფეხბურთელს შორის სრული ჰარმონია ჩამოყალიბდა.
და ბოლოს, მადრიდული ინჩადა არ იქნება სწორი კიდევ თუ დაუსტვენს ფეხბურთელს იმ შედეგების შემხედვარე, რომელიც მას აქვს. მოსვლის დღიდან პორტუგალიელი ფეხბურთელი "მერენგების" უდავო ლიდერი გახლავთ, მან ყველაზე მეტ გოლს მოუყარა თავი, ზედიზედ 5 წელია საკუთარი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, როგორც პრიმერა დივიზიონში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.
არ არის საჭირო დავივიწყოთ, კრიშტიანო რონალდუს ღვაწლი, რომელსაც მას სამეფო კლუბის საკეთილდღეოდ აქვს გაწეული.
- 31 მარტი 2014
- 4 458
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.