პელეგრინი: "ბარსელონაზე უკეთ გამოვიყურებოდით"
სამეფო გუნდის ჩილელმა დამრიგებელმა, მანუელ პელეგრინიმ, დასძინა რომ "რეალი" თამაშის ბევრ ასპექტში უფრო კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე "ბარსელონა."
"მიუხედავად დაფიქსირებული ანგარიშისა, კმაყოფილი ვარ ჩემი შეგირდების გარჯით.სამწუხაროდ, ბიჭებმა შექმნილი მომენტების გოლში გარდასახვა ვერ შესძლეს.როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა."
"ჩვენთვის კარგად იყო ცნობილი, "ბარსას" თამაშის სტილი.აღსანიშნავია, რომ მადრიდელებმა თამაშის ბევრ ასპექტში დაჯაბნეს მოწინააღმდეგე.3 ქულას თუ არა, ფრეს ნამდვილად ვიმსახურებდით.შესაძლებელია თამაშის პირველი ნახევრის გამოყოფა, სადაც კარგი ეპიზოდები გვქონდა, მაგრამ ქარს გავატანეთ.მეორე ტაიმში კატალონიელებმა თავიანთი შანსი კარგად გამოიყენეს.საპასუხო ბურთის გატანა "რეალსაც" შეეძლო, მაგრამ..."
"რაც შეეხება რონალდუს, მას არ შესწევდა ძალა, ეთამაშა 60 წუთზე მეტი.თამაშის სრულად ჩატარებას, შესაძლოა მოთამაშისთვის საზიანო შედეგი მოეტანა.გულდასაწყვეტია, რომ ბენზემამ და იგუაინმაც ვერ გამოიყენეს შანსები.ბოლო დროს პიპიტას თამაში მომხიბლველია, ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი დაყენება სასტარტოში."
- 30 ნოემბერი 2009
- 2 979
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.