ჟოზემ ბენზემა მოინდომა?
Daily Mirror-ის ცნობით ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს წინა ხაზის გაძლიერებას გეგმავს, რადგან დღევანდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა...
როგორც ჩანს პორტუგალიელმა ყოფილ შეგირდს, კარიმ ბენზემას დაადგა თვალი. სანდო წყაროებზე დაყრდნობით ჟოზემ რომან აბრამოვიჩით ტელეფონით დაურეკა და ფრანგთან დაკავშირებით ესაუბრა.
ყველას კარგად მოეხსენება ზინედინ ზიდანისა და კარიმის მეგობრობის შესახებ. რომ არა ფრანგი ლეგენდა ბენზემა შესაძლოა ახლაც არ ყოფილიყო "ბლანკოსის" ცენტრ-ფორვარდი. აქედან გამომდინარე ძნელად სავარაუდოა, რომ ზიზუს "რეალში" ყოფნის განმავლობაში "ცხრიანმა" კოლექტივი დატოვოს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში პერესი ყურს არავის უგდებს.
გასათვალისწინებელი ფაქტი ისიც გახლავთ, რომ ფლორენტინოს ლუის სუარესის ყიდვა სურს, რომელშიც ლივერპული საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს, კარიმის ძვირად გაყიდვამ კი შესაძლოა ურუგვაელის გადმობირება უფრო გაამარტივოს, აქედან გამომდინარე ყველაფერია მოსალოდნელი.
- 30 მარტი 2014
- 2 770
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.