ანჩელოტი: „რონალდუ სტვენას არ იმსახურებდა“
„რეალის“ იტალიელმა დამრიგებელმა, „რაიო ვალეკანოსთან“ ჩატარებული მატჩი შეაჯამა.
„ვფიქრობ, დამაკმაყოფილებლად ვითამაშეთ და დამსახურებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ.მზად ვართ მომდევნო მატჩისთვის.“
„ფეხბურთელებმა ამავე ტემპში უნდა გააგრძელონ ასპარეზობა.წარუმატებელი პაექრობების შემდეგ, აუცილებელი იყო პოზიტიური შედეგი.ჩვენ კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებით და ვეცდებით დარჩენილი თამაშების მოგებას.ბიჭებმა მხოლოდ „რეალზე“ უნდა იფიქრონ.“
„შესაძლოა, რიგ შემთხვევებში ვიმსახურებთ სტვენას ტრიბუნებიდან, მაგრამ განვლილი მატჩში ამის საჭიროება არ არსებობდა.ჩემი აზრით, კრიშტიანუს მიმართ გამოხატული უკმაყოფილება უსაფუძვლოა.ასევე კარგი იქნება, ლოპესს თუ არ მიაყენებენ ზიანს.“
„განვლილ შეხვედრაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია.უბრალოდ მინიმუმამდე იყო დაყვანილი შეცდომები, რაც სამწუხაროდ, „სევილიასთან“ და „ბარსასთან“ ვერ მოვახერხეთ.“
„კრიშტიანუს მუხლის ზედაპირზე აღენიშნება მცირედი დაზიანება, მაგრამ საგანგაშო არაფერია.ის კარგად გრძნობს თავს.“
„ჩაბის თამაში მომწონს.მისი პოტენციალი ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისათვის.“
„დარწმუნებული ვარ, ოთხშაბათს სათანადო ატმოსფერო იქნება შექმნილი სტადიონზე.“
AS
- 30 მარტი 2014
- 4 004
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.