სერხიო რამოსი იუბილარია
დღეს, 30 მარტს, სამეფო კლუბის ოთხიანს 28 წელი შეუსრულდა.
როგორც მოგეხსენებათ, რამოსი „რეალის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს. „ბლანკოსის“ მაისურით სერხიომ 390 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.
ცენტრალურმა მცველმა „რეალთან“ ერთად ლა ლიგა - (2006–07, 2007–08, 2011–12), სამეფო თასი - (2010–11) და ესპანეთის სუპერთასი (2008, 2012) მოიგო.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით სერხიომ ორი ევროპის - (2008, 2012) და ერთი მსოფლიო (2010) ჩემპიონატი მოიგო.
ჰალამადრიდ.გე-ს სახელით, მინდა მივულოცო სერხიოს დაბადების დღე. ვუსურვო ჯანმრთელობა და წინსვლა როგორც, კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში.
- 30 მარტი 2014
- 1 381
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.