ცივი შხაპი „ბერნაბეუსგან“
მადრიდელი ინჩასები ყოველთვის ბოლომდე უჭერენ მხარს თავიანთ ფავორიტებს, თუმცა...
„რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირებაში, მხურვალი ქომაგობის პარალელურად, „ბერნაბეზე“ შეკრებილი ადამიანები, ცივ შხაპსაც გადაავლებენ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ყველაზე მეტად მიიჩნევენ დამნაშავედ ბოლოროინდელ წარუმატებლობაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩის დაწყებამდე მოთამაშეების გვარების ამოკითხვის დროს, სტვენა არ ასცდებათ ბენზემას, ლოპესსა და ბეილს.
მადრიდისტები ფიქრობენ, რომ მიუხედავად „კლასიკოში“ შესრულებული დუბლისა, ფრანგ თავდამსხმელს მეტის გაკეთება შეეძლო, როგორც „ბარსას,“ ასევე „სევილიას“ წინააღმდეგაც და ალბათ, ამაში გასაკვირი არაფერია, რამეთუ ეპიზოდის დასრულების ასპექტში, „ცხრიანი“ აშკარად განიცდის პრობლემებს.
კრიტიკას იმსახურებს ლოპესიც, რომელმაც განვლილ პერიოდში, მნიშვნელოვნად უკლო სეივების გაკეთებასა და გუნდის გადარჩენას.„სანჩეს პისხუანზე“ გაშვებული მეორე გოლში, მას ლომის წვლილი მიუძღვის.
და ბოლოს, ფანები, ახალწვეული უელსელის გამოფხიზლებასაც ეცდებიან.ამ უკანასკნელმ შესანიშნავად დაიწყო ჩემპიონატის მეორე წრე, თუმცა გადამწყვეტ მატჩებში, „ფეხები უკანკალებს.“
MARCA
- 29 მარტი 2014
- 2 740
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.