რაულს ამერიკაში იწვევენ
როგორც სხვადასხვა გამოცემები იუწყებენ, სამეფო კლუბის „დიდ შვიდიანს,“ სეზონის ბოლოს კარიერის დასრულება აქვს გადაწყვეტილი.
მიუხედავად ამისა, არიან გუნდები, რომლებიც რაულის კიდევ ერთი წლით ფეხბურთში დატოვების სურვილი ამოძრავებთ.უწინარეს ყოვლისა, გონსალესთან განშორების სასტიკი წინააღმდეგია მისი ამჟამინდელი „ალ სადი.“ამასთანავე, თავდამსხმელს იწვევს „ნიუ-იორკ კოსმოსი“ და მეტიც, ამერიკული კლუბის წარმომადგენლები უკვე ჩაფრინდნენ დუბაიში, სადაც ესპანელთან გამართავენ მოლაპარაკებებს.
ბრაზილიელი პელეს ყოფილი კლუბი, აშშ-ს რანგით მეორე დივიზიონში გამოდის და წლეულს, MLS-ის საგზურისთვის ბრძოლას აპირებს.დიდი ალბათობით, „ელ კაიტანო“ შესაძლოა მეგაპოლისში ცხოვრებით მოიხიბლოს, ვიდრე კლუბის სპორტული მიზნებით, თუმცა რა პასუხს გასცემს „კოსმოსის“ ხელმძღვანელებს, ჯერჯერობით უცნობია.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაულის „რეალში“ დაბრუნებით დაინტერესებულია პერესიც.პრეზიდენტი მშობლიურ კლუბში მუშაობას პირდება „თეთრ“ ლეგენდას.
elconfidencial
- 29 მარტი 2014
- 1 897
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.