ანჩელოტი: „მოდრიჩის თამაში საეჭვოა“
„რაიო ვალეკანოსთან“ პაექრობამდე, ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.
- როგორ კონდიციებში იმყოფება რონალდუ?
- მას აღენიშნება მცირე დაზიანება, თუმცა სერიოზული არაფერია.ბოლო ვარჯიში დამაკმაყოფილებლად ჩაატარა და როგორც ყოველთვის, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს თამაშს.
- კრიშტიანუს დასვენებაზე არ გიფიქრიათ?
- რასაკვირველია, აღნიშნულ თემაზე ვფიქრობ, მაგრამ ამ მომენტისათვის, პორტუგალიელს დასვენება არ ესაჭიროება.ის თავდაჯერებულია და უმნიშვნელოდ გადალახავს მცირე პრობლემასაც.
- პრიმერას შეხვედრებში იკერის დაბრუნების საკითხს განიხილავთ?
- არჩევანი სეზონის დაწყებამდე გავაკეთეთ და შესაბამისად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მხოდა, არაფერი შეიცვლება.იკერიცა და დიეგოც კარგად ასპარეზობენ.
- როგორ ფიქრობთ, ალონსოს სათამაშო დონე დაეცა?
- განვლილ 2 მატჩში, ჩაბის ფანტასტიკურად არ გაუგორებია ბურთი, თუმცა ბასკი ნიშანდობლივია ფიგურაა მიმდინარე ფორმაციის „რეალში.“შესაძლოა, მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა ვიმეორებ, ჩაბი ფასდაუდებელი მოთამაშეა.როდესაც შევამჩნევთ, რომ დასვენება სჭირდება, აუცილებლად მივცემთ ამის საშუალებას, თუმცა ბოლო პერიოდი განვითარებული მოვლენები, ფიზიკურ კონდიციებს არ უკავშირდება.
- რას იტყვით „რაიოაზე?“
- პატარა გუნდი კარგი ფეხბურთის თამაშს ცდილობს, რაც ესპანურ ფეხბურთის ფასეულობებზე ასხამს წყალს.
- ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
- გუშინ, მოდრიჩს სიცხე ჰქონდა და ჯერჯერობით არ ვიცით, როგორი იქნება მისი მდგომარეობა ხვალ.
- „სევილიასთან“ ბეილმა ბუცები გამოიცვალა.საფეხბურთო კარიერაში, თუ გქონიათ ასეთი პრეცედენტი?
- მას გარკვეული პრობლემა ჰქონდა.ვერ გეტყვით, სწორ დროს გააკეთა ეს თუ არა, ფაქტია, რომ ბუცების მდგომარეობა არასახარბიელო იყო და ამიტომაც მიიღო შეცვლის გადაწყვეტილება.
- ჩაბიმ დასძინა, რომ დაცვაში პრობლემებია…
- ეს მართალია - 6 გოლი ბოლო 2 შეხვედრაში.მსგავს სიტუაციში, დიდი ხანია არ ვყოფილვართ.მე დავინახე შეცდომები, რაც აუცილებლად უნდა გამსოწორდეს.
- საქმე გვაქვს კოეცენტრაციის პრობლემასთან?
- რა თქმა უნდა არა.პოზიციური შეცდომები იქნა დაშვებული.
- ვინ არის საჯარიმოების საუკეთესო დამრტყმელი?
- კრიშტიანუ და შემდეგ ბეილი.თუ უელსელი ურტყამს მეტოქის კარის მიმართულებით, ე.ი. რონადუსგან აქვს ნებართვა.
- რამდენი ქულის დაგროვებაა საკმარისი ჩემპიონობისათვის?
- ვერ გეტყვით, ალბათ, 90-ის ან მეტის.ბოლო ტურებამდე არაფერი გადაწყდება.ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.
- ლოპესის კრიტიკამ გაგაოცათ?
- ცხადია არა.ამ საკითხებზე საუბრობენ პრესაში და არა გასახდელში.
AS
- 29 მარტი 2014
- 2 047
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.