ემერი : "დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა"
სევილიელთა მთავარი მწვრთნელის, უნაი ემერის განცხადებით მის გუნდს დიდი ძალისხმევა დაჭირდა მადრიდის რეალის დასამარცხებლად...
"სავარჯიშო სესიებზე განსაკუთრებული ყურადღებით ვემზადებოდით, ჩემ ბიჭებს შთავაგონე, რომ "ბლანკოსის" დამარცხება შეიძლება, მაგრამ ამისთვის ჩვენი თავისთვის უნდა გვეჯობნა, თითოეულმა შეგირდმა დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვა და შედეგიც სახეზეა."
"ვგონებ, რაკიტიჩი საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლავთ, მისთვის ანდალუსიური კლუბი მთავარია, სწორედ აქედან გამომდინარე მთელ კოლექტივს მისი იმედი აქვს."
"ბარსელონასთან დაპირისპირების შემდეგ გაცილებით უფრო მკაცრ და გაცეცხლებულ "რეალს" ველოდი, თუმცა როგორც ჩანს ანჩელოტის შეგირდებმა ფსიქოლოგიური ტრავმა ჯერ კიდევ ვერ გადაიტანეს, რაც მათი თამაშის ხარისხზე აისახა."
- 27 მარტი 2014
- 1 461
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.