პრესა: "მადრიდი ქრება"
პრესის წარმომადგენლები "მადრიდის რეალის" გუშინდელ მარცხს ეხმაურებიან
კატალონიური სპორტული გამომცემლებისთვის, "მადრიდის რეალის" მარცხზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიქტორ ვალდესის ტრავმა აღმოჩნდა. გამომცემლობა Sport-ს თავისი დღევანდელი ნომრის პირველ გვერდზე შემდეგი სათაურები გამოაქვს: "ლა ლიგა "ბარსასია", "მადრიდი უკუსვლით" და "ვალდესის საშინელი ტრავმა". ჟურნალში ნათქვამია, რომ "ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული და თუ ყველა თამაშს მოიგებს, ის ჩემპიონი ხდება"
Mundo Deportivo-ს პირველ გვერდზე ვიქტორ ვალდესის ფოტო გამოაქვს: "ვალდესი დაიმტვრა". ისინი ასევე ეხმაურებიან "ატლეტიკოს" მიერ თამაშის მოგებას და მათ გალიდერებას და "მადრიდის რეალისთვის" სამი ქულით გასწრებას. ასევე "ანჩელოტის გუნდის ნოკაუტს": " "მადრიდის რეალს" ძალიან ბევრი შანსი ჰქონდა, მოეგო ლა ლიგა" - ნათქვამია ჟურნალში.
El Pais-ს პირველ გვერდზე ჟოსე სამანოს სიტყვები გამოაქვს: "კლასიკომ "მადრიდის რეალი" დააზარალა და ამას "თეთრებმა" გუშინ მორიგი მარცხი დაუმატეს, რომელიც ბაკას კისერზეა."
El Mundo წერს, " "მადრიდის რეალის" მორიგი მარცხი და ის რბოლას ნელ-ნელა ეთიშება".
ABC-ისთვის " "მადრიდის რეალმა" ლა ლიგის ტიტული სევილიაში დატოვა."
La Razón-ი კი აცხადებს, რომ " "მადრიდის რეალში" დიდი პრობლემებია."
La Vanguardia-ს პირველ გვერდზე წერს: " "ბარსელონა" "მადრიდის რეალზე" წინაა". " "სელტასთან" 3:0 მოგება, ვიქტორ ვალდესის სერიოზული ტრავმა და მარცხი სევილიაში." გამომცემლობის სპორტული მიმომხილველები წერენ, რომ "ლა ლიგა ტატას ხელშია". " "ბარსა" თავის თავზეა მხოლოდ დამოკიდებული, მაგრამ მათ ვალდესი დაკარგეს."
El Periódico ფოკუსირებას "ბარსას" მეკარის ტრავმაზე ახდენს, ხოლო გამომცემლობის შიდა გვერდზე კი წერია: " "პისხუანზე" "რეალი" მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა."
- 27 მარტი 2014
- 3 604
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.