ილუზიები ყველგან

„ჯერ არაფერი დასრულებულა“ - ფრაზა, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის.

როდესაც გუნდი დამაკმაყოფილებელ შედეგს აფიქსირებს, რთულია ნეგატიურ მოვლენებზე ფიქრით დაკავდე, თუმცა ფეხბურთი ის სპორტია, სადაც ხშირად გეძლევა საშუალება, მედალს ორივე კუთხიდან შეხედო.

საშობაო არდადეგებიდან დაბრუნებულმა „რეალმა,“ მადრიდისტებს იმედით აგვივსო გული.გამარჯვებათა სერია, რეკორდები, კარის მშრალად შენახვა და ა.შ. 2014 წლის კარლიტოს გუნდის დამახასიათებელი ნიშნები იყო, თუმცა როგორც ბოლო 1 კვირის განმავლობაში გამოჩნდა, ილუზიებმა და მოჩვენებებმა, რეალობას მოგვწყვიტეს.

ვეცდები ვისაუბრო, იანვრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, რამეთუ ყველანი ვთანხმდებით, რომ იტალიელი სპეციალისტის დამოძღვრილებმა, სწორედ ახალ წელს მიიღეს თოვლის ბაბუასგან სასურველი თამაში.

ვფიქრობ, სეზონის სტარტზე, ახალწვეულ ანჩელოტისგან არავინ მოელოდა „ტრიპლეტს,“ თუმცა „ელ კლასიკომდე,“ სხვადასხვა ფეხბურთელისაგან, თუ მწვრთნელისგან ხშირად გაიგონებდით ნოყიერ სიტყვას.არ დაგიმალავთ და მეც მიფიქრია 3 თასზე, თუმცა როგორც ირკვევა, სრულიად უსაფუძვლოდ.მიმდინარე ფორმაციის „ბლანკოსს,“ რთულ მატჩებში პოტენციალის გამოვლენა არ ძალუძს.

მადრიდელები ერთი-მეორეზე ანადგურებენ შუა და ქვედა საფეხურებზე მოასპარეზე გუნდებს, თუმცა პრინციპულ და მებრძოლ კოლექტივებთან, საუკეთესო შედეგი მხოლოდ ფრეა.ბოლო 3 თვის მანძილზე, პრიმერაში ჩატარებული 4 მნიშვნელოვანი პაექრობიდან, „რეალის“ მონაგარი შეადგენს, 2 ყაიმსა და 2 მარცხს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2014 წელი წარმოუდგენლად დავიწყეთ, გოლების გაშვების გარეშე, 4 მოწინააღმდეგე ჩამოვიტოვეთ („სელტა,“ „ეპანიოლი,“ „ბეტისი“ და „გრანადა“).საქმე იქეთკენ მიდიოდა, რომ მეხუთე ბილბაოელები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა უფერული ბურთაობის ხარჯზე, ანჩელოტის შეგირდებმა 1:1-ს გამოკრეს ხელი.მაშინ ბევრი დაიწერა და ითქვა, რომ „„რეალს“ არ გაუმართლა, ან ყოველთვის ვერ მოიგებ.“კი ბატონო, აღნიშნული რეპლიკები რიგ შემთხვევებში სიმართლეს შეესაბამება და 3 მატჩიანი გამარჯვებათა ციკლის გამოცხობის შემდეგ („ვილიარეალთან,“ „ხეტაფესთან“ და „ელჩესთან“) „ვისენტე კალდერონს“ ვეწვიეთ, სადაც ვერაფერში ვაჯობეთ ადგილობრივებს და მეტიც, რომ არა რონალდუს გოლი შეხვედრის ბოლოსკენ, წავაგებდით.ამასაც, დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია მადრიდში, რამეთუ ქომაგების „კლასიკოს“ მოგების იმედით იყვნენ გამსჭვალულნი, თუმცა რა მოხდა, დავმარცხდით „ბარსელონასთან“ და „სევილიამაც“ ზედ მიგვაყოლა.შესაბამისად, ილუზიებიც გაიფანტა და კრიტიკის რეჟიმი ჩაირთო.

ჩემი აზრით, რა ოპტიმისტური განცხადებებიც არ უნდა გავაკეთოთ, ფაქტია, რომ წლეულს, სამეფო კლუბი მზად არ არის გამოწვევებისათვის.საშინელი სტატისტიკა ძლიერ მეტოქეებთან, მხოლოდ პესიმიზმში ჩავარდნის საფუძველია.

აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, სამწვრთნელო შტაბმა პრობლემების გაანალიზებაზე დაიწყოს ფიქრი და შემდეგ სეზონში, გაცილებით უკეთესი „რეალი“ წარმოგვიდგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)