მადრიდის რეალის 9 ფინალი
მადრიდის რეალს ლა ლიგის მოსაგებად 9 ფინალის გამართვა მოუწევს, აქედან 5 საშინაო არენაზე, 4 კი - გასვლაზე.
მადრიდის რეალს ლა ლიგის მოსაგებად 9 ფინალის გამართვა მოუწევს, აქედან 5 საშინაო არენაზე, 4 კი - გასვლაზე.
პირველ ფინალს ბლანკოსი სანჩეს პისხუანზე სევილიას წინააღმდეგ გამართავს. ანდალუსიელებთან მატჩის შემდეგ, რაიო ვალეკანო ესტუმრება ბერნაბეუს და ასე დასრულდება მარტის თვე.
აპრილი ანოეტაზე რეალ სოსიედადთან დაპირისპირებით გაიხსნება, რასაც მოჰყვება მიყოლებით 3 მატჩი ბერნაბეუზე ალმერია-ოსასუნა-ვალენსიასთან. ორი საგარეო მატჩი ვალიადოლიდთან და სელეტასთან. ბოლოს კი მატჩი ბერნაბეუზე ესპანიოლთან.
ატლეტიკოს განრიგი
როხიბლანკო 4 მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს და 5-ს გასვლაზე. ვისენტე კალდერონზე ისინი უმასპინძლებენ: გრანადას, ვილიარეალს, ელჩეს და მალაგას. ხოლო სტუმრად: ბილბაო, ხეტაფე, ვალენსია, ლევანტე და ბარსელონა.
ბარსელონას განრიგი
ისევე როგორც რეალს, ბარსასაც 5 მატჩის გამართვა საკუთარ მოედანზე უწევს, 4-ის სტუმრად. ნოუ კამპზე დაუპირისპირდებიან: სელტა, ბეტისი, ხეტაფე, ბილბაო და ატლეტიკო. გასვლაზე კი: ესპანიოლი, გრანადა, ვილიარეალი და ელჩე.
- 25 მარტი 2014
- 2 513
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.