და მაინც მსაჯობა...

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ყოველი „ელ კლასიკოს“ შემდეგ, უფროდაუფრო იზრდება კითხვითი ნიშნები.

თავდაპირველად, განვლილი თამაშის მსაჯობაზე სტატიის დაწერას არ ვაპირებდი, თუმცა ახალ-ახალმა ვიდეოებმა და სურათებმა, რომლებიც ნათლად ასახავს მალენკოს სუბიექტურობას, ჩემი ყურადღებაც მიიპყრო.

ჩემი აზრით, „რეალს“ რომ უკეთესად ან იდეალურად ეთამაშა, არბიტრებს ან გარეშე პირებს, გაუჭირდებოდათ სასურველი ანგარიშის დაფიქსირება ტაბლოზე, თუმცა ანჩელოტის შეგირდების არცთუ ისე თავგანწირვით ასპარეზობამ, მალენკოს და მის დამქაშებს საქმე გაუადვილათ და შედეგიც სახეზეა.

თამაშის წესის პირველი უხეში დარღვევა, 28-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც რონალდუს ჯარიმის შემდეგ, ცოცხალ კედელში მდგარმა ფაბრეგასმა, ბურთი ხელით მოიგერია.ეს უკანასკნელი თავის საჯარიმოში იმყოფებოდა და შესაბამისად, თერთმეტმეტრიანის დადება იდგა დღის წესრიგში, თუმცა მალენკო დუმილით შეხვდა ეპიზოდს.
ობიექტური მსაჯი, პენალტის ნიშნულისკენ გაიშვერდა ხელს და „არსენალის“ ყოფილ ლიდერს ყვითელ ბარათს ამოუღებდა.

2. მეორე ტაიმის დასაწყისში, კრიშტიანუ წაქცევისათვის, უნდიანომ თერთმეტმეტრიანი დადო ვალდესის კარის მიმართულებით, თუმცა განმეორებიდან გამოჩნდა, რომ ალვეშმა საჯარიმო ხაზამდე შეაჩერა პორტუგალიელი, რისთვისაც ყვითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ ბრაზილიელი ყოველგვარი სანქციის გარეშე დარჩა.

3. პასი, რომლითაც „კულეები“ ამაყობენ, არგენტინელმა მესიმ, თამაშგარეშე მყოფ ნეიმარს გადააწოდა, რომელმაც კარგი გაფორმებით, რამოსი გააძავებინა მალენკოს და პენალტიც მოუპოვა გუნდს.არადა, ანდალუსიელმა მცველმა ბოლომდე შეიკავა თავი ტრაგედიის დატრიალებისაგან, თუმცა სამხრეთ ამერიკელმა მომავალმა ვარსკვლვმა, რომელსაც ჯერ ე.წ. Diving-ის გარდა არაფერში გამოუჩენია თავი, პროვოკაზიაზე წამოაგო რამოსი.არბიტრისთვის, აღნიშნული ეპიზოდი რთული გასარჩევი იყო და არავინ ამბობს, რომ მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი არდანიშნულ თამაშგარეს მოჰყვა.

და მაინც მსაჯობა...


და მაინც მსაჯობა...





4. მესამე გოლის შემდეგ, როდესაც კატალონიელებს ბურთი გამოჰქონდათ ლოპესის ბადედან, პეპესა და ფაბრეგას შორის შელაპარაკება მოხდა, რაც მყისვე შეამჩნია მსაჯმა და ორივეს ყვითლები ჩამოურიგა, თუმცა იმავე ეპიზოდში, როდესაც ძირს ეგდო პორტუგალიელი მცველი და ბუსკეტსმა თავზე დააბიჯა ფეხი, რეფერიმ თავი შეიკავა ესპანელის გაგდებისაგან.

და მაინც მსაჯობა...


5. მეორე ტაიმის მიწურულს, მაშინ როდესაც „რეალი“ 10 კაცით თამაშობდა, პიკემ თავის საჯარიმოში ფეხში ჩაარტყა ბეილს, თუმცა აღნიშნული ეპიზოდიც გაატარა მალენკომ, არადა უმცირესობაში მყოფი „ბლანკოსისათვის“ ეს მომენტი ძალიან ბევრს ნიშნავდა, თუმცა...




6. შეხვედრის დასრულებამდე 15-20 წუთით ადრე, გაფრთხილებით მოასპარეზე ფაბრეგასმა, 2-ჯერ მართსაწინააღმდეგოგ შეაჩერა „რეალის“ შეტევა, თუმცა მსაჯისგან რეაქცია ნოლი.

როგორც ხედავთ, მსაჯებმა დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ „ბარსელონას“ თამაში მოეგო და პრიმერაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბულიყო.

ბევრის აზრით, მადრიდისტები წაგებაში ყოველთვის მსაჯებს ადანაშაულებენ, მაგრამ საინტერესოა, ამდენ უსამართლობაზე, რომელი სხვა გუნდის ქომაგს არ დაწყდება გული? პრეტენზია არ გვექნება, ვინმე თანაბარ პირობებში ბრძოლის დროს თუ დაგვამაცხებს, თუმცა როგორც ჩანს, განვლილ პაექრობაში, მადრიდელების ძლევა, ხოლოდ ამვვარი ქმედებებით იყო შესაძლებელი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)