შეგარგოთ ღმერთმა!

მოკლედ, მორჩა კიდევ ერთი კლასიკო და კიდევ ერთი ნერვების დამწყვეტი ღამე. ეხლა სამსახურში ვარ და იქიდან ვწერ, ცოტა დამშვიდებული, მაგრამ მაინც აღშფოთებული. აი, ისეთი აღშფოთებული, აშშ და ევროპა რო არიან უმნიშვნელო ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო. წესის გამო ანუ რა.

მოკლედ გამიარა ყველაფერმა. გუშინაც მშვენივრად დავიძინე. დავიძინე ერთი მარტივი მიზეზის გამო. იმ მიზეზის, რომელსაც ქვია "ბარსელონასთან" დამარცხება. ეხლა ისე არ გამიგოთ, რომ გამიხარდა და ა.შ. ისედაც მაქს ჟოზეს მიმდევარის სახელი, მაგრამ არა მეგობრებო, ეს ასე არ არის.

მე გუშინ იმ მარტივი მიზეზის გამო დამეძინა გემრიელად, რომ მიუხედავად თამაშის მორჩენიდან 10 წუთიანი ვნებათაღელვისა, გული მაინც კმაყოფილი იყო. კმაყოფილი იყო ანჩელოტის და ბიჭების თამაშის გამო. კმაყოფილი იყო იმ ჟინის, მონდომების, დაუნდობლობის გამო, რომელიც ამ ბიჭებში იგრძნობოდა. კმაყოფილი იყო, როცა ახსენდებოდა დი მარიას თავგანწირული სირბილი მთელს მოედანზე, აკლებული ფლანგ(ებ)ი. (ებ ფრჩხილებში იმიტომ ჩავსვი, რომ ბეილის ფლანჰი დიდად არ გამოირჩეოდა, ჩემი აზრით). ნანატრი კარიმი, წესრიგი მოედნის ცენტრში, მოკოჭლებული დაცვა, მაგრამ მაინც ჯიგრული დაცვა.

გუშინ ბიჭებმა ჯიგრულად ითამაშეს. შეცდომები? რამდენიც გინდა. უზუსტობები? რამდენიც გინდა. უკმაყოფილება? არანაირი. მიუხედავად უზუსტობებისა, მიუხედავად შეცდომებისა, ბიჭები მგლები იყვნენ მოედანზე. გამხეცებული მგლები, როგორც უტკინისა არ იყოს, ნამდვილი "გოძილები" იყვნენ. გუშინ ვიხილეთ ის, რამაც მე დიდი სიამოვნება მომანიჭა და თამაშიდან 10 წუთის შემდეგ ტკბილად დაძინების საშუალება მომცა. გუშინ ვნახე "მადრიდის რეალი", რომელიც გავდა იმ ცხოველს გალიიდან რომ გაანთავისუფლებენ. "რეალი" მიაჩვიეს "ბარსასთან" მეორე ნომრად თამაშს, მაგრამ გუშინ ის ნამდვილი "Number One"-ი იყო.

ეს იყო "მადრიდის რეალი", მერე რა , რომ რონალდუ არ ჩანდა და ფაქტიურად ტინკიცობით იყო დაკავებული, მერე რა რომ ბენზემამ რამოდენიმეჯერ შეცოდა ვერ გაიტანა რა გოლი, რომელიც გადამწყვეტი შეიძლება ყოფილიყო, მთავარი ისაა, რომ გუშინ გუნდი იყო მთავარი და არა კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელი.

ბევრი მედავება დღეს, იყავით 11 მარა რას შვებოდა რონალდუო, რას შვებოდა ბეილიო, სად იყო 200 მლნ.-იო. მოედანზე იყო მეგობრებო და ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იმის აღიარებაა, რომ გუნდი გჯობდათ და არა რონალდუ, ბეილი და 200 მლნ.

გუნდი გჯობდათ, ერთ მუშტად შეკრული გუნდი, მებრძოლი გუნდი, მოედნის ბატონ-პატრონი გუნდი, ლაღად მოთამაშე გუნდი, თავგანწირვით მოთამაშე გუნდი. გუნდი გჯობდათ და არა რონალდუ, ბეილი, ბენზემა , დი მარია. 11 კაცი ჯობდა თქვენს 11 კაცს.

არ ვისაუბრებ გოლებზე, მსაჯის შეცდომებზე (ერთ ან მეორე მხარეს), მე უბრალოდ ვისაუბრებ გუნდზე.

რა ხდებოდა გუშინ?

1. პირველი წუთები დავთმეთ, მარტივი პანიკა, ცივი შხაპი 1 გოლის შემდეგ, გონს მოსვლა და მეტოქის სრული ოკუპაცია.

2. იგებდით ერთხელ? იგებდით.

3. აგებდით 2-ჯერ? აგებდით?

4. გქონდათ 11-11 რო ვთამაშობდით შანსი? გქონდათ.

5. მარა გქონდათ იმაზე მეტი, ვიდრე "მადრიდის რეალს"ჰქონდა თქვენს კართან? არ გქონდათ;

6. თქვენი საყვარელი ბურთის ფლობა გქონდათ მეტი? არ გქონდათ

7. კარში დაარტყით მეტჯერ? არ დაარტყით

8. კონტრშეტევები გქონდათ მეტი? არ გქონდათ

ეს კითხვები ეხება მანამდე დროს, სანამ 11 კაცი თამაშობდა 11 კაცის წინააღმდეგ.

ეხლა ანალოგიური კითხვები , როცა 11 კაცმა ითამაშეთ 10 კაცის წინააღმდეგ:

2. იგებდით ერთხელ? იგებდით.

3. აგებდით 2-ჯერ? არ აგებდით?

4. გქონდათ 11-10 რო ვთამაშობდით შანსი? გქონდათ.

5. მარა გქონდათ იმაზე მეტი, ვიდრე "მადრიდის რეალს"ჰქონდა თქვენს კართან? რა თქმა უნდა გქონდათ;

6. თქვენი საყვარელი ბურთის ფლობა გქონდათ მეტი? გქონდათ

7. კარში დაარტყით მეტჯერ? დაარტყით

8. კონტრშეტევები გქონდათ მეტი? გქონდათ

9. ძელს გაარტით ბურთი? გაარტყით.

10. შეიცვალა რამე? ბევრი რამე.

მთავარი შეიცვალა. 10 კაცი და თქვენი გრაფის პასუხებში არსებულმა სიტყვა "არ" გადმოინაცვლა "მადრიდის რეალის" გრაფაში.

ანუ ეხლა მარტივად , რომ აგიხსნათ. გიგებდით ყველანაირად, ყველა კომპონენტში, მაგრამ წავაგეთ საბოლოოდ. რატომ? თამაშის ფაქტებიდან გამომდინარე წავაგეთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ დავრჩით კაცნაკლულნი. არა მესის გენიოსობის გამო, არა მესის ე.წ მეფობის გამო. არა წავაგეთ მხოლოდ და მხოლოდ კაცნაკლულნი რო დავრჩით იმის გამო.

ეხლა მივყვეთ მოვლენების განვითარებას.

და უმთავრესი კითხვა:

ვინ დაგვტოვა კაცნაკლული?

სერხიო რამოსმა, რომელმაც ვერ გაითვალისწინა ორი ფაქტი:

1. ნეიმარის ფაქტორი, რომელიც ბრაზილიაში ტექნიკასთან ერთად ცეკვის ილეთებს ამუღამებდა პარალელურად და რომელსაც ის აქტიურად იყენებს ე.წ. Diving-ებში.

2. მალიენკოს ფაქტორი, რომელსაც პირველი კლასიკოც აქვს განსჯილი, არანაკლებ სკანდალურად და რაზეც მთელს "მადრიდის რეალს" ესპანელი ჟურნალისტები კლასიკოს წინა დღეებში აქტიურად აფრთხილებდნენ.

ხოდა დაემატა პირველი და მეორე ფაქტორი ერთმანეთს და გახდა საბაბი იმისა, რომ "თეთრებს" გუშინდელი შეხვედრა დაეთმოთ.

კატალონიელებო, თქვენ კი გილოცავთ მოგებას, მაგრამ ჩემთვის პირადად დაუმსახურებელ მოგებას. კარგია მხოლოდ თუნდაც იმის გამო, რომ ლა ლიგა, როგორც მარტინომ თქვა თამაშის შემდეგ, "თავიდან იწყება" და ეს დამატებით ელფერს შესძენს ესპანეთის ჩემპიონატს.

მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ ჩემი მგლებით, რომლებმაც გუშინ დიდი სიამოვნება მომანიჭეს. ეს იყო ნამდვილი ორგაზმი, რომელიც ქორწილის დღეს პატარძალს ასცდა მხოლოდ იმის გამო, რომ მეფე დაათვრეს, მაგრამ წინ მეორე დღეა. ის დღე, როცა მეფე გამოვა ძილბურანიდან და მაშინ კი დარწმუნებული ვარ, ნაღდად არ აცდება მაგ პატარძალს და მეგრული სიტყვისა არ იყოს, "გვეჯერია" ბიჭიც იქნება.

მომწონს კარლო, მჯერა მისი. მომწონს "რეალი", როგორც ყოველთვის , მჯერა მისი. მომწონს "თეთრი" ფერი და მჯერა, რომ ამ "თეთრ" ფერს, ქვეყანაზე ღმერთისგან გაჩენილი ვერცერთი ფერი ვერ დაამარცხებს. თეთრი ფერი, როგორც გამარჯვების, სიწმინდის, ნათელის და ყველაფერი კარგის ფერია, ასეთივეა "მადრიდის რეალიც" - წმინდა, ნათელი, დაუმარცხებელი, დაუძლეველი, შედურეკელი და მუდამ მებრძოლი.

Hala Madrid!

  • shvela
  • 24 მარტი 2014
  • 6 800
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)