ელ კლასიკო: ფაქტები
დღეს კამპ ნოუზე ბარსელონა და მადრიდის რეალი ერთმანეთს ლა ლიგაში 159-ჯერ დაუპირისპირდებიან. აქედან 68-ჯერ მატჩი ბლანკოსის სასარგებლოდ დასრულდა, 60-ში კატალონიელებმა იგემეს გამარჯვება, ხოლო 30 შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა.
კამპ ნოუზე გუნდები ერთმანეთს 80-ჯერ დაუპირისპირდნენ, 46 შემთხვევაში გამარჯვებულნი მასპინძლები დარჩნენ ხოლო, მადრიდულმა გრანდმა 3 ქულის მოპოვება 19-ჯერ მოხერხა, 17 შეხვედრაში კი ფრე დაფიქსირდა.
ბოლ სეზონში ბარსელონამ აშკარად დაჯაბნა მადრიდის რეალი, ჯერ ნოუ კამპზე გაუტანა 2 უპასუხო ბურთი და აქტივში სამი ქულა ჩაიწერა, ხოლო მადრიდში სტუმრობისას ქვა ქვაზე არ დატოვა მადრიდის რეალისგან, ალბათ ყველა მადრიდისტას და ბარსელონას გულშემატკივარს კარგად ახსოვს იმ მატჩის ანგარიში 6:2. თეთრების ფანებს რევანში სწყურიათ, ხოლო კატალონიელები თავისი კლუბისგან შედეგის გაუმჯობესებას ითხოვენ. 6:2-ის გარდა ბარსელონას 7:2 აქვს მოგებული ბლანკოსისთვის, ოღონდ ეს უკვე 1950/51 წ. სეზონში მოხდა კამპ ნოუზე. კატალონიელებს მადრიდის რეალი არ ჩამორჩება უხვგოლიანობით, ამაზე კი 1935 წლის თებერვალში ბერნაბეუზე დაფიქსირებული შედეგი 8:2-იც მოწმობს.
სულ ლა ლიგას ისტორიაში ნულოვან ფრეზე გუნდები 8-ჯერ გაიყარნენ, აქედან სამჯერ მადრიდში, ხოლო ოთხჯერ კატალონიაში. ბარსელონამ თავის ბოლო რვა საშინაო მატჩში (იგულისხმება ყველა ტურნირი და ამხანაგური შეხვედრა), მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა მოგება. ხოლო ბლანკოსმა თავისმხრივ თავისი ბოლო 26 ვიზიტიდან კატალონიაში მხოლოდ 2 მატჩში მოახერხა სამი ქულის მოპოვება.
ლა ლიგაში ბარსელონა და რეალი ის ორი გუნდია, რომელსაც სახლში ქულაც არ აქვს დაკარგული. პელეგრინის გუნდმა ბოლო 3 მატჩი მოგებით დაასრულა და შეიძლება ითქვას ის მცირე ჩავარდნა, რომელიც მადრიდის რეალს ქონდა აღმოიფხვრა, ეს ყველაფერი კი ბლანკოსის ფანებს წარმატების იმედებს უსახავს.
მადრიდის რეალის და ბარსელონას დაცვა ყველაზე საიმედოა ლა ლიგაში, გუნდებს 8-8 გოლი აქვთ გაშვებული, ხოლო ბარსელონა გატანილ ბურთებში მხოლოდ 2-ით აღებატება მადრიდის რეალს. კატალონიელებმა 29-ჯერ შეარხიეს მეტოქე გუნდის ბადე, მადრიდელებმა კი 27-ჯერ. რეალი იგებს ყველა მატჩს, რომელშიც გახსნის ანგარიშს, ხოლო ბარსელონა ლა ლიგაში ყველაზე ნაკლებად არღვევს თამაშის წესებს.
ეს არის ფაქტები, რომლებიც გარკვეულ როლს თამაშობენ დღევანდელ შეხვედრაში, თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება დღეს თავდაყირა დადგეს, როდესაც ბარსელონა და მადრიდის რეალი ერთმანეთს შეერკინებიან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში.
- 29 ნოემბერი 2009
- 4 654
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.