ლოკალური გარჩევა გლობალური მაშტაბის
კატალონიის "კამპ ნოუზე" დღეს ღამე ერთმანეთის წინაშე წარსდგებიან დაუძინებელი მტრები "ბარსელონა" და "რეალი"
არ შეიძლება არ ითქვას რამოდენიმე სიტყვით იმის თაობაზე თუ რას წერენ მედია საშუალებები მატჩამდე.ინფორმაციის წყაროები იმდენად დიდია რომ,თამაშის ინტრიგას რაღაც მომენტში საერთოდ კლავს.დაწერილია ფეხბურთელების პოზიციები მოედანზე და მათი პროგნოზები მატჩის წინ.ხოდა ჩვენც შევეცადოთ აქედან საჭირო ინფორმაცია მოვიკრიფოთ.
დასაწყისისთვის,ცოტა რამ ისტორიაზე და სტატისტიკაზე.ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ეს გუნდები ერთმანეთზე სერიოზულ უპირატესობას ფლობდნენ.ჯერ იყო და "რეალმა" ორი სეზონის წინ ორი მატჩის ჯამში 5:1 გაიმარჯვა,წინა სეზონში კი 8:2 "ბარსას" სასარგებლოდ ორი მატჩის ჯამში.აღსანიშნავია ისიც რომ "რეალმა" პეპ გუარდიოლას შეგირდებთან "ბერნაბეუზე" 2-6 წააგეს.კატალონიელ გულშემატკივარს რა თქმა უნდა სურს კვლავ "რეალის" დამარცხება,თანაც სტატისტიკა ამაში ხელს უწყობთ."ბარსამ" თავის მოედანზე 38 ჯერ სძლია მეტოქეს,12 ჯერ კი დამარცხდა.თუმცა საერთო სტატისტიკა მაინც "რეალის" მხარეს არის. 68 მოგება და 60 წაგება,30 ფრე.
შემადგენლობებს რაც შეეხება,რომლებიც წარმოდგენილია.აქ აღსანიშნავი ორივე მწვრთნელის სხვადასხვაგვარი მიდგომა.გუარდიოლამ "ელ კლასიკოსთვის" მისცა ორ ფორვარდს დასვენების საშუალება,მესის და იბრაჰიმოვიჩს "ინტერთან" მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე,სადაც "ბარსამ" მათ გარეშეც გაართვა თავი დაკისრებულ დავალებას და 2:0 იმარჯვა.გამოჯანრმრთელდა ია ია ტურე,რომელსაც ღორის გრიპის დიაგნოზი დაუსვეს.რაც შეეხება პელეგრინის იგი თავის ლიდერს კრისტიანო რონალდოს დიდი ხანია "ინახავს" და ზუსტად ისე დაამთხვია რომ პორტუგალიელი ზუსტად "ბარსელონას" წინააღმდეგ წარსდგება,თუმცა მას მაინც მისცა საშუალება ეთამაშა "ციურიხთან" სადაც "ბლანკოსმა" 1-0 გაიმარჯვა,სამაგიეროდ გუნდს ვერ დაეხმარებიან გუტი და რაულ ალბიოლი,რომელმაც დაზიანება მიიღო "ციურხთან" მატჩში.
რაც შეეხება გუტის,აქ ყველაფერი რიგზე ვერაა.როგორც ესპანური მასმედია წერს,გუტის და პელეგრინის შორის უკვე დიდი ხანია შავმა კატამ გადაირბინა.ასევე ცნობილი ხდება თითქოს გუტის ინგლისური კლუბები ეპატიჟებიან,ეს ჯერ ჯერობით ფანტასტიკაა მაგრამ ყველაფერი იანვარში გაირკვევა.
ხოსეპ გუარდიოლამ აღნიშნა,რომ მხოლოდ მატჩის დღეს გადაწყვეტს მიიღებს მონაწილეობას თუ არა ლეო მესი "ელ კლასიკოში'",თუმცა დარწმუნებულია რომ მისი შეგირდები დაამარცხებენ "რეალს".თუმცა ეს ყველაფერი უფრო ხრიკს გავს,რომელსაც მწვრთნელები ხშირად მიმართავენ მოწინააღმდეგე გუნდის დასაბნევად.სავარაუდოდ მესი და იბრაჰიმოვიჩი მატჩს პირველივე წუთებიდან დაიწყებენ.ერთ-ერთი ურპინციპულესი მატჩის ჩატარება ალბათ ღირს თუნდაც ტრამვის ქვეშ.
ლაპარაკი ფავორიტზე "ელ კლასიკოში" ალბათ ძნელია."ბარსელონა" ბოლო მატჩებში ანახებს უფრო კარგ ფეხბურთს,თუმცა "რეალის" გულშემატკივრები რა თქმა უნდა ამას არ ეთანხმებიან.მადრიდულ კლუბში გადმოსული ვარსკვლავები ჯერ-ჯერობით 100 პროცენტიან შედეგს ვერ ანახებენ,განსაკუთრებით ეს კაკას ეხება,რომელიც "მილანში' მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო.ამ დროისთვის კი "ბარსას" ახალგაზრდა ფეხბურთელები ძალიან კარგად ერგებიან თავიანთ გუნდს.ეს "ელ კლასიკოა" და აქ ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.
- 29 ნოემბერი 2009
- 2 384
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.