კალდერონი: "არ არის გამორიცხული რონალდო მანჩესტერში დაბრუნდეს"
მადრიდის რეალის ექს-პრეზიდენტმა, რომან კალედრონმა კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა.
"როდესაც მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს რონალდოს გადმოსაბირებლად, მან მითხრა, რომ მანჩესტერში ის ბედნიერი იყო და თავს ისე გრძნობდა იქ, როგორც საკუთარ სახლში, აგრეთვე მოსწონდა ფანების მისდამი დამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, რეალშიც სურდა საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა და მზად იყო ამ ნაბიჯის გადასადგმელად."
"სწორედ ამ დროს ჩაერია ფერგიუსონი, მას კრიშტიანოსთან მამა-შვილური დამოკიდებულება ჰქონდა და დაარწმუნა ფეხბურთელი, რომ იმ ეტაპზე კლუბის გამოცვლა არ სურდა. შესაძლოა კარიერის მიწურულს მან მანჩესტერში დაბრუნებაც კი მოინდომოს."
"სიმართლე გითხრათ, მსგავსი ფეხბურთელის მნახველი მე არ ვარ, ის ყოველთვის პროგრესირებს და ერთ ადგილზე არ ჩერდება, მისი სწრაფვა სრულყოფილებისადმი არ აძლევს მოდუნების საშუალებას. სწორედ ამ თვისების გამოა რონი დაუმარცხებელი. ვერ ვხედავ მისი შესაძლებლობების ლიმიტს, წარმოდგენა არ მაქვს როგორი შეიძლება იყოს მისი კარიერის პიკი."
"ბოლო 3-4 თვის განმავლობაში რეალმა ყველას აჩვენა, რომ ბარსელონაზე უკეთეს ფორმაში არის, ამ ყველაფრის გაფორმება კი ელ კლასიკოში უნდა მოხდეს. 4 ქულიანი ჰანდიკაპი შესანიშნავია, მაგრამ თუ იგი 7 ქულამდე გაიზრდება, კატალონიელებს ეროვნული ჩემპიონატის მოგება ძალიან გაუჭირდებათ."
"ისე, არავის ვირჩევ ატლეტიკოს დავიწყებას, რადგან როხი-ბლანკო ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს. სიმეონეს ნამდვილად ძლიერი გუნდი ჰყავს."
"საერთო ჯამში მცირე უპირატესობას მივანიჭებდი რეალს, რაც შეეხება ბარსას, ისინი წელს აშკარად უფრო სუსტად გამოიყურებიან. ნამდვილად არ ვიცი რისი ბრალი უნდა იყოს ეს, ფეხბურთელების თუ მწვრთნელის."
- 21 მარტი 2014
- 2 850
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.