რამოსი და ბენზემა გულშემატკივრებს შეხვდნენ
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები სერხიო რამოსი და ბენზემა ერთი საათის განმავლობაში ავტოგრაფებს ურიგებდნენ გულშემავკივრებს და მათთან ფოტოებს იღებდნენ. დაახლოებით ორასი გულშემატკივარი დახვდა ამ ორ ფეხბურთელს.
ყოველი პრიმერას თამაშის წინ ანალოგიური ხდება, მაგრამ "ელ კლასიკოს" წინ მუდამ სხვანაირი განწყობა და ატმოსფეროა. მადრიდელი ფანები კატალონიაში დახვდნენ "რეალის" ფეხბურთელებს და მათ სიყვარულით ესალმებოდნენ. ასევე დიდი მხარდაჭერაც აღუთქვეს.
ფეხბურთელებმაც ასევე სიყვარულით უპასუხეს მათ ასეთ დახვედრას. სერხიო რამოსმა და ქარიმ ბენზემამ ერთი საათის განმავლობაში გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგეს და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ყველა იღიმებოდა და კარგ განწყობაზე იყო. მიზანი ერთი იყო: ყოფილიყვნენ ფეხბურთელებთან ახლოს, მათთან გადაეღოთ ფოტოები და მიეღოთ ავტოგრაფები. ასევე მხარდაჭერა აღეთქვათ კვირის მატჩისთვის.
ბენზემამ და რამოსმა დაარიგეს მაისურები, ქუდები, ყელსახვევები, პლაკატები... ერთი საათის განმავლობაში ყველა ცდილობდა მაქსიმალური დრო გაეტარებინა ამ მოთამაშეებთან. ამ დროს კი ქარიმისა და სერხიოს გონება მაინც "ელ კლასიკოსკენ" იყო მიმართული. მათი მიზანი ერთია – გამარჯვება.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 29 ნოემბერი 2009
- 3 612
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.