კასილასი: "კლასიკოს დამახასიათებელ პოზიციაზე ვხვდებით"
იკერ კსილასმა კლასიკოზე მცირე კომენტარი გააკეთა.
"ორ დიდ კლუბზე ვსაუბრობთ, რომლებიც ლიგის მოგებისთვის იბრძვიან, ასე რომ ეს ორივესთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩია. არ ვიცი, გადაწყდება თუ არა ამ შეხვედრაში ჩემპიონის ბედი, მაგრამ "ატლეტიკოს" დავიწყება არ შეიძლება" - აღნიშნა კაპიტანმა.
"მახსოვს პირველი კლასიკო, ვინაიდან ჩემთვის ეს ყველაზე გასაოცარი და ემოციური მატჩი. მაშინ პირველად დავუპირისპირდი "ბარსელონას" "ბერნაბეუზე" და 3:0 მოვიგე" - დასძინა იკერმა.
"ეტოოს გოლები, რომლებიც მან ჩემს კარში გაიტანა, უფრო ძვირი დამიჯდა, ვიდრე მესის. ყველამ იცის, რომ მესი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ეტოოს გოლებმა ჩვენ უფრო დაგვაზარალა"-აღნიშნა იკერ კასილასმა.
- 21 მარტი 2014
- 2 105
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.