კლოპი "გახარებულია": "ეს კარგი შედეგია"
"დორტმუნდის ბორუსიას" მწვრთნელმა კენჭისყრის შედეგზე ისაუბრა.
"ყვითლების" დამრიგებელმა "რეალის" სიძლიერეზე გაამახვილა ყურადღება და ამადროულად გაიხსენა წინა წლის ნახევარფინალი, როცა "ბორუსიამ" 4:1 დაამარცხა მადრიდული კლუბი.
"ორი ძალიან მაღალი დონის თამაში იქნება. რა თქმა უნდა, ვღებულობთ ამ გამოწვევას და ჩვენი ძალებით ვეცდებით ამ წინააღმდგეობის კიდევ ერთხელ გადალახვას. ის, რომ პირველ შეხვედრას სტუმრად ვთამაშობთ, ჩვენთვის კარგია, ვინაიდან გადამწვეტი მატჩი დორტმუნდში გაიმართება" - განაცხადა კლოპმა.
"ჩვენ ამას, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, ისე ვუყურებთ. შარშან "თეთრებს" ოთხჯერ შევხვდით, მაგრამ თავი არ შეგვირცხვენია. განმეორებით შეხვედრაში ლევანდოვსკი გვეყოლება და თუ ის 4 გოლს გაიტანს, ყველაფერი კარგად იქნება" - აღნიშნა დორტმუნდელთა დირექტტორმა ვაცკემ.
- 21 მარტი 2014
- 3 781
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.