მარსელოს რევანში სწყურია

ბრაზილიელ განაპირა მცველს არცთუ ისე მოსაწონი სტატისტიკა აქვს „ბარსას“ წინააღმდეგ.

მართალია, მარსელომ სხვადასხვა სეზონებში სამჯერ იზეიმა „კლასიკოს“ მოგება, თუმცა აქედან, მხოლოდ 1 შედგა პრიმერა დივიზიონში, ხოლო დანარჩენი ორი, „კოპა დელ რეისა“ და სუპერ თასზე.

საინტერესოა, რომ გუნდის ძირძველმა მკვიდრმა, ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩში, ჯერ კიდევ 2007/08 წ.წ. სეზონში სძლია კატალონიელებს, როდესაც საშინაო არენაზე, დედაქალაქელებმა 4-1 დაამარცხეს მეტოქე.ამის შემდეგ, ესპანეთის პირველობაზე, მარსელოს მონაწილეობა წარუმატებლად სრულდება „კულეების“ წინააღმდეგ - 2 ყაიმი და 6 წაგება.

კარლოსის მემკვიდრის არასახარბიელო სტატისტიკა, გარკვეულწილად მოურინიოს სინდისზეა.ეს უკანასკნელი, უმეტეს შემთხვევებში კოენტრაუს უფრო უცხადებდა ნდობას, ვიდრე მის კონკურენტს.„განსაკუთრებულის“ ეპოქაში 12 „კლასიკო“ შედგა, საიდანაც პორტუგალიელმა 8 შემთხვევაში, ხოლო მარსელომ მხოლოდ 4-ჯერ დაიწყო სასტარტოდან ასპარეზობა.

მომდევნო პაექრობაში, სამხრეთ ამერიკელი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა უფერული სტატისტიკის გამო რევანში აიღოს.

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (154)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)