სერხიო „დესიმას“ უმიზნებს
„ელ კლასიკომდე“ 2 დღით ადრე, სერხიო რამოსმა რადიოსადგურ Cope-ს გაუზიარა საკუთარი აზრი.
„ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა დევს სასწორზე.კარგი შანსი გვაქვს, მოგების შემთხვევაში წინ წაწევისა, თუმცა ვერგამარჯვებაც არ იქნება ტრაგედია“ - დასძინა ანდალუსიელმა ინტერვიუს დასაწყისში.
„სევილიას“ ყოფილი მცველი იმედოვნებს, რომ ამჯერად „მშვიდ გარემოში ჩაივლის „რეალისა“ და „ბარსას“ დაპირისპირება.“მისი თქმით, „განვლილ კლასიკოებში ბევრი ცუდი ფაქტი დაფიქსირდა,“ ხოლო „„თეთრებმა“ იციან, თუ როგორ გაუმკლავდნენ ჟურნალისტებს“, რომლებიც მათ გააფრთრებულებს უწოდებენ.ასევე, სერხიო სჯერა, რომ „პეპემ თავის შეცდომებზე ისწავლა და ყოველივე ცუდი უკან მოიტოვა.“
მიკროფონთან საუბრისას, რამოსმა სეზონის უფერული სტარტი აღიარა: „დიახ, სადებიუტო მატჩებში მოწოდების სიმაღლეზე ვერ გამოვიყურებოდი, მაგრამ ახლა დაბალანსებულ ფეხბურთს ვაჩვენებ.დასამალი არაფერი მაქვს, ყოველთვის რეალურად ვაფასებდი თავს.ვგონებ, ფიზიკურზე უფრო, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა.“
„ბლანკოსის“ ვიცე-კაპიტანმა პრესის უმსგავსო საქციელებზე გააკეთა კომენტარი: „ისინი ჩემს ვარცხნილობაზე წერდნენ და აბსურდებს იგონებდნენ ახლობელ ადამიანებზე.მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ გადახედონ ჩემს მიღწევებს.როგორც ვატყობ, ბოლოს მე მექნება საქმე სასაცილოდ.“
რადიოში სტუმრობის ბოლოს, რამოსს არჩევანის გაკეთება სთხოვეს „ლა დესიმასა“ და მუანდიალს შორის: „სხეულზე უკვე გაკეთებული მაქვს მსოფლიოს ჩემპიონატის ტატუ და იმედი, ლიგის ტიტულიც შეემატება მას.ამის შემდეგ კი, ორივეს ერთად ვანახებ ჩემ კრიტიკოსებს.“
MARCA
- 21 მარტი 2014
- 2 012
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.