მეტი შანსი ნაჩოს
მას შემდეგ, რაც ალვარო არბელოამ ტრავმა მიიღო, კარლო ანჩელოტი საგონებელში ჩავარდა, რადგან მარჯვენა ფლანგზე მხოლოდ დანიელ კარვახალი დარჩა, აქედან გამომდინარე იტალიელმა მისი შემცვლელი ძიება დაიწყო...
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სერხიო რამოსისთვის მარჯვნი თამაში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა მთავარი მწვრთნელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მისი პოზიციის შეცვლას, რადგან მიიჩნევს, რომ ვიცე კაპიტანი ცენტრში გაცილებით უფრო პროდუქტიულია.
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში, სადაც სამეფო კლუბმა ბერნაბეუზე შალკეს უმასპინძლა, დაცვის მარჯვენა ფლანგი ნაჩო ფერნანდესმა ჩაიბარა, რომელიც ასევე ცენტრალური მცველი გახლავთ, თუმცა იტალიელმა მას ძალები ფლანგზეც მოასინჯინა, ესპანელ ახალგაზრდას ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია.
ფერნანდესმა მიმდინარე სეზონში მოედანზე არც ისე დიდი ხანი დაჰყო, თუმცა მან გარკვეული გამოცილება ნამდვილად დააგროვა, რაც ყველაზე მთავარია ის ყოველთვის სტაბილურად ასპარეზობს და სწორედ ამიტომ უწინასწარმეტყველებენ დიდ მომავალს.
როგორც ჩანს წლეულს ნაჩოს ცენტრში თამაში აღარ უწერია, რადგან რაფაელ ვარანი სრულად გახლავთ გამოჯანმრთელები, პეპეს ან სერხიო რამოსის დაშავების შემთხვევაში კარლიტოს ფრანგის სახით სოლიდური შემცვლელი ჰყავს, ფერნანდესმა კი კარვახალის დუბლიორობა უნდა ითავოს და კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს მთავარ მწვრთნელს, რომ გუნდისთვის საჭირო მოთამაშე გახლავთ.
ანჩელოტის აზრით ფერნანდესის მთავარი პლუსი ორივე ფეხით თამაში გახლავთ, აქედან გამომდინარე მას მარცხენა ფლანგზეც შეუძლია ასპარეზობა, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სამეფო კლუბში ამ პოზიციაზე გამოკვეთილი კონკურენცია გახლავთ, სადაც მარსელო ვიეირა და ფაბიო კოენტრაუ ირჯებიან.
- 21 მარტი 2014
- 1 578
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.