პეპე და ბენზემა ბარსასთან სათამაშოდ მზად არიან
ელ კლასიკოსთვის ანჩელოტის განკარგულებაში პეპე და ბენზემა იქნებიან.
არსებობდა ეჭვი იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი და ფრანგი ფორმის აღდგენას ვერ მოასწრებდნენ და ბარსასთან დაპირისპირებას გამოტოვებდნენ, მაგრამ თავდაუზოგავი შრომის შედეგად ისინი 100 %-ით მზად არიან.
ამ მატებით ანჩელოტის თავდამსხმელის თავის ტკივილი მოეხსნა, რადგან მორატამ შალკეესთნ დაპირისპირებაში კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, ნაკლებად სავარაუდოა მას ანჩელოტი ენდოს, ხოლო ხესეს შესახებ ყველამ კარგად ვიცით, ახალგაზრდა ტალანტი მინიმუმ სეზონის ბოლომდე დააკლდება კლუბს. ახლა 100%-ით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ კატალონიელებს BBC შეუტევს.
რაც შეეხება პეპეს, მისი სრულფასოვანი შემცვლელი მადრიდის რეალს ვარანის სახით ჰყავს, თუმცა პეპე მას გამოცდილების ხარჯზე ჯობნის და სავარაუდოდ ანჩელოტი კვლავ დაცვის ცენტრის უცვლელ დუეტს - პეპე-რამოსს მიანიჭებს უპირატესობას, ხოლო ვარანი და ნაჩო მათ შემცვლელებად მოგვევლინებიან.
- 21 მარტი 2014
- 1 712
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.