"რეალი" კატალონიაში ჩაფრინდა
მადრიდის "რეალი" უკვე კატალონიაშია. მათ მადრიდელი ფანები შეეგებნენ.
ესპანეთის დროით 18:15 წუთზე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები აეროპორტ "ბარახასში" მივიდნენ. ფეხბურთელები 19:00 საათზე გაფრინდნენ "ელ პრატის" აეროპორტისკენ კატალონიაში. ფლორენტინო პერესი ხორხე ვალდანოსთან ერთად პარასკევს გაფრინდა ბარსელონაში, რათა შეხვედროდა კატალონიელთა კლუბის პრეზიდენტს.
55 წუთის განმავლობაში ფრენის დროს ფეხბურთელები უსმენდნენ მუსიკას და ეცნობოდნენ სპორტული პრესის სიახლეებს. აეროპორტში ჩაფრენისთანავე მათ 300 მადრიდელი ფანი დახვდათ. ისინი "რეალის" ფეხბურთელებს ამხნევებდნენ.
ამის შემდეგ "ბლანკოსის" ფეხბურთელები სასტუმროში გაემართნენ, სადაც ორი საათით ადრე თამაშის დაწყებამდე დაჰყოფენ. მანამდე კი მადრიდელთა ორი ფეხბურთელი, ალბათ სერხიო რამოსი და ქარიმ ბენზემა ფანებს შეხვდებიან. მათთან ერთად გადაიღებენ ფოტოებს და ავტოგრაფებსაც დაურიგებენ.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 29 ნოემბერი 2009
- 3 666
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.