ბეილმა მექანიზმები მომართა

უელსესლმა ტრავმიანობის პერიოდი უკან მოიტოვა.

პრეს-სეზონის არქონის გამო, ბეილს ძალიან გაუჭირდა გუნდის დინებაში მოხვედრა, თუმცა უკვე ზედიზედ 9 თამაში გაატარა მწვანე მინდორზე და ბნელი დღეებიც წარსულს ჩაბარდა.„შალკესთან“ დაპირისპირებამ ცხადყო, რომ „თერთმეტ“ ნომრიანმა მაისურის პატრონმა შესანიშნავი ფორმა აკრიფა.

თავდაპირველად, ანჩელოტი მის დასვენებას გეგმავდა, თუმცა ხესეს ტრავმამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.„ტოტენჰემის“ ყოფილი ლიდერი, თითქმის გაუხურებლად ჩაერთო თამაშში, თუმცა მყისვე დაიწყო დიდებული ფეხბურთის დემონსტრირება და საბოლოოდ, 2 ასისტის თანხლებით გავიდა გასახდელში.

საგოლე გადაცემების გარდა, სანახაობრივი თამაშითაც დაამახსოვრა თავი სტადიონზე შეკრებილ ქომაგებს.სასიხარულოა, რომ ბეილის მოძრაობასა თუ მიღებულ გადაწყვეტილებაში, უფრო მეტი სილაღე, სითამამე და გახსნილობა შეინიშნება, რაც საერთო ჯამში, მის ხარისხიანობის კოეფიციენტს ზრდის.

ერთი სიტყვით, უელსელი თანდათან უახლოვდება იმ კონდიციებს, რის გამოც უყვართ გულშემატკივრებს.მის წინაშე, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ფეერიული თამაში დგას.იმედია, საფეხბურთო სამყაროს დაანახებს, რომ პირველი შეხვედრაში უფერული გამოსვლა, მხოლოდ ფიზიკური გარემოებების ბრალი იყო.

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)