ბუტრაგენიო: „კლასიკოში დასამახსოვრებელი გოლი არ გამიტანია“
„ბლანკოსის“ ინსიტუციონალური ურთიერთობების დირექტორი, კარს მომდგარ „კლასიკოს“ გამოეხმაურა.
„მადრიდულ-კატალონიურ ჯახში არასოდეს გამიტანია დასამახსოვრებელი გოლი“ - აღნიშნავს ბუტრაგენიო LigaBBVA.com-თან საუბრისას და იქვე ამატებს, რომ „მომავალი პაექრობა საერთაშორისო რანგისაა და მას მთელი მსოფლიო მიადევნებს თვალს.“
სამეფო კლუბის ისტორიაში ერთ-ერთმა შთამბეჭდავმა გოლეადორმა, „ნოუ კამპზე,“ პირველსავე ჯერზე გამოიჩინა თავი, თუმცა მაშინ 3-2 წააგეს სტუმრებმა.
მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქელებსა და კატალონიელებს შორის მტრული განწყობა სუფევს, ემილიოს მაინც აკავშირებს ტკბილი მოგონებები „კულეებთან:“ „ბარსელონელები ყოველთვის სითბოს გამოხატავდნენ ჩემს მიმართ, რისთვისაც მადლობელი ვარ.ვფიქრობ, „ბარსა“ დიდებული კლუბია.“
ახალგაზრდულ წლებში, ბუტრეს კუმირი იოჰან კრუიფი იყო, „რომლის რჩევებიც ყოველთვის პოზიტიურად ისახებოდა“ მასზე.
„როდესაც „რეალის“ მაისური გაცვია, მუდმივად დარკვირვების ქვეშ ხარ და აუცილებლად უნდა გაამართლო იმედები“ - დაამატა ბუტრაგენიომ.
MARCA
- 21 მარტი 2014
- 1 584
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.