ვალდანო: ”ბარსას” ციკლი დასრულებულია, ხოლო ”რეალის” ახლა იწყება”

ხორხე ვალდანო ”რეალზე”, ”ბარსაზე” და ”კლასიკოზე”..

მადრიდის ”რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, მწვრთნელმა და დირექტორმა, ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ ”ბლაუგრანას” წარმატებული ციკლი უკვე დასრულდა და ”ლოს ბლანკოსის” ახლა იწყება...

როგორც მოგეხსენებათ, კვრიას, 24:00 საათზე გაიმართება ”ელ კლასიკო”. მადრიდის ”რეალის” ცხრილის სათავეშია და ”ბარსას” 4 ქულით, ხოლო მეორე ადგილოსან ”ატლეტიკოს” 3 ქულით უსწრებს. ეს ძალზედ პრინციპული შეხვედრაა ორივე გუნდისათვის. ”ბლანკოსი” გამარჯვების შემთხვევაში განიმტკიცებს ადგილს ცხრილის სათავეში, ხოლო თუ ”ბარსა” გაიმარჯვებს, მაშინ ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან ”რეალს”.

”ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. ”რეალი” ამ შეხვედრაში ფავორიტია. ეს იქნება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გუნდების დაპირისპირება. ”რეალი” - გუნდი, რომელიც აღზევებას განიცდის, ხოლო ”ბარსელონა” - გუნდი რომელის ციკლიც უკვე დასრულდა. ვნახოთ, ეს მატჩი თუ დაადასტურებს ჩემს სიტყვებს.”- განაცხადა მან.

ვალდანომ ასევე გუნდის მიღწევებზე, მომავალზე და თაობათა სისტემაზე ისაუბრა.

”არასოდეს მახსოვს ”რეალს” თაობათა ცვლა ისე განევლო, როგორც ახლა. ანჩელოტის მუშაობა ნამდვილად დასაფასებელია. Ballon d'Or-ის დაჯილოდვებაზე მათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ბურთები მოიგეს. ეს არაფერია, გუნდი უფრო დიდი მიღწევებისთვის იბრძვის და ვფიქრობ, რომ მადრიდელები ამ სეზონში სერიოზულ შედეგს დადებენ.”- დაასრულა ხორხე ვალდანომ.

ინფორმაციის წყარო: Football Espana

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)