მსოფლიო ჩემპიონატი "კამპ ნოუზე"
"ბარსელონასა" და "რეალის" შემადგენლობაში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში. ეს ყველაფერი ამ ორი გუნდის მაღალ კლასზე მეტყველებს. ამ ორი გუნდის ბევრი ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში თამაშობს.
"ბლანკოსის" და "ბარსელონას" ზოგიერთი ფეხბურთელი ლიდერია თავიანთ ნაკრებში: კრისტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრების კაპიტანია. მისი არყოფნის დროს პორტუგალიელებს ძალიან გაუჭირდათ და ძლივს გავიდნენ მსოფლიო პირევლობაზე. კაკა უდაოდ ბრაზილიელთა ლიდერია, ხოლო იკერ კასილასი ნაკრების ლეგენდებს შეუერთდა მას შემდეგ, რაც ესპანელებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს 2008 წელს. გონსალო იგუაინმა კი ნაკრებში დაიმკვიდრა თავი და დაეხმარა გუნდს გასულიყო მსოფლიო ჩემპიონატზე.
ასევე "ბარსელონას" ფეხბურთელებიც ლიდერობენ თავიანთ ნაკრებებს: რაფაელ მარკესი – ერთ–ერთი ლიდერია მექსიკის ნაკრებში, ხავი – ესპანეთის ნაკრების ძირითადი ფლეიმეიქერია, ხოლო მესი საერთოდ არგენტინის ნაკრების ვარსკვლავი და იმედია. იაია ტურე კოტდ'ივუარის ნაკრებში წამყვანი ფიგურაა, ტიერი ანრიმ კი დაამტკიცა, რომ ფრანგებისთვის მნიშნელოვანი ფიგურაა მას შემდეგ, რაც პლეი–ოფის მატჩში ირლანდიასთან ხელით ითამაშა.
პიკე, პუიოლი, არბელოა, სერხიო რამოსი და რაულ ალბიოლი ესპანეთის ნაკრების მცველები არიან, დანიელ ალვეში ბრაზილიის ნაკრებში განაგრძობს ძირითადისათვის ბრძოლას მაიკონთან, ხოლო პეპე ითვლება პორტუგალიის ნაკრებისთვის შეუცვლელ ფიგურად.
ინიესტა, ბუსკეტსი და ხაბი ალონსო "ფურია როხას" ნახევარდაცვის ცენტრში არიან. ლასანა დიარა საფრანგეთის ნაკრების თამაშს აკონტროლებს ნახევარდაცვის ცენტრში, აბიდალი საფრანგეთის ნაკრების მარცხენა მცველია, ხოლო ბენზემა ცდილობს მოიპოვოს ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
კრისტოფ მეცელდერი ცდილობს მოხვდეს გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, ხოლო რუუდ ვან ნისტელროის ისევ სურს გაიტანოს გოლები ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში.
ფერნანდო გაგოს რეგულარულად იძახებს დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებში. მისი ყურადღება შეიძლება გარაიმაც მიიპყროს, თუ ის ითამაშებს რეგულარულად "რეალის" შემადგენლობაში. არგენტინელებს აუცილებლად დაუბრუნდება გაბრიელ მილიტო, თუ ივნისამდე შეძლებს ფორმაში ჩადგომას.
ბერტ ვან მარვიიკი აქტიურად აკვირდება როისტონ დრენტესა და რაფაელ ვან დერ ვაარტს. ეს ორი ფეხბურთელი რეგულარულად ვერ ხვდება "რეალის" შემადგენლობაში და გარანტირებული არ აქვთ ადგილი ჰოლანდიელთა შემადგენლობაში და საერთოდ სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების.
ასე, რომ შესაძლოა "რეალისა" და "ბარსელონას" 29 ფეხბურთელი გაემგზავროს მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში და არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 28 ნოემბერი 2009
- 3 716
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.