„რეალი“ „კლასიკოსთვის“ მზადებას შეუდგა, პეპეს არ უვარჯიშია
კარლო ანჩელოტის შეგირდები, სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისათვის შეუდგნენ მზადებას.
„შალკესთან“ სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელები და მათ დამატებული ბენზემა და დი მარია სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ, რა დროსაც დანარჩენი მადრიდელები ინტენსიურად ვარჯიშობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვალდებებასზე არ გამოჩენილა პეპე, რომელსაც ალერგია აწუხებს, თუმცა მისი მონაწილეობა „ბარსელონასთან“ პაექრობაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
რაც შეეხებათ არბელოასა და ხედირას, ისინი სარეაბილიტაციო კურსს განაგრძობენ, ხოლო კოლაშენიცის მსხვერპლი ხესე კი, ოპერაციისათვის ემზადება.
შეგახსენებთ, რომ პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურში, „რეალი“ საკუთარ სტადიონზე „ბარსელონას“ მიიღებს.თამაში 23 საათსა და 55 წუთზე (თბ. დროით) აიღებს სტარტს.
AS
- 19 მარტი 2014
- 2 242
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.