დებატები: ვინ უნდა იყოს "რეალის" პირველი მეკარე?

კრის მესონისა და პაულ მაკდონალდის საინტერესო დებატები.

წინა სეზონი ლეგენდარული კიპერისთვის კოშმარის დასაწყისი გამოდგა, როდესაც იგი არბელოას მოქნეულმა მარჯვენამ იმსხვერპლა და ერთი თვით გამოთიშა ფეხბურთს. საუბედუროდ, იკერისთვის ერთ თვიანმა უქმობამ, ინტენსიური ხასიათი მიიღო და მის ადგილას, შემდგომში გმირად შერაცხული დიგო ლოპესი მოგვევლინა, რომელმაც თითოეული ფეხბურთის მოყვარული და ჩახედული ადამიანი პირღია დატოვა, თავისი არანორმალური სეივებით.

ლოპესის ურყევი რეპუტაცია და "რეალის" ნომერ პირველი კიპერის ტიტული, თავად ლაზარეთიდან დაბრუნებულმა კასილასმაც კი ვერ შეარყია და საბოლოო ჯამში, სათადარიგოთა სკამზე ამოყო თავი, რაშიც უდიდესი წვლილი ჟოზე მოურინიომ შეიტანა, რომელმაც დიეგოს უდიდესი ნდობა გამოუცხადა.ის არ მოერიდა მადრიდისტების რისხვას და ლეგენდარული კაპიტნის ადგილას გაამწესა.

დებატები: ვინ უნდა იყოს "რეალის" პირველი მეკარე?


კრის მესონი: "კასილასი არის საუკეთესო მეკარე და იმსახურებს ძირითადს."

არავინ ამბობს იმას, რომ ლოპესი ცუდი მეკარეა. მან ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა მადრიდელთა რიგებში და შეიძლება თამამად ითქვას, რომ სწორედ მისი დამსახურებაა "რეალის" ნახევარფინალამდე გასვლა, ჩემპიონთა ლიგაზე. მისი საოცარი ასპარეზობის გამო, გასაკვირი არ იყო, რომ მოურინიომ მას დაეყრდნო, ხოლო კასილასი სათადარიგოზე დააჯინა. პორტუგალიელის აღებული კურსი, იტალილემა სპეციალისტმაც გააგრძელა, შედარებით ჰუმანურ ფორმებში. ანჩელოტიმ არ უღალატა საკუთარ დაპირებას და ორივე მეკარეს თამაშის საშუალება მისცა (ლა ლიგაზე ლოპესი, ლიგაზე და კოპაზე იკერი).

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ ორივე მეკარე თითქოსდა თანაბრად ინაწილებს სათამაშო დროს, მაგრამ ეს რბილად რომ ვთქვათ სისულელეა.
იკერს მსოფლიოში საუკეთესოდ მოიაზრებენ და ძნელად წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ მას სევილიიდან გადმოსული 32 წლის კიპერი უკეტავს გზას ძირითადისკენ, რომელსაც მადრიდში გადმოსვლამდე თავი არაფრით გამოუჩენია.

კასილასის ჩატარებული შეხვედრებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ბრწყინვალე ფორმაშია. იგი თითოეულ დარტყმულ ბურთზე უსწრაფეს რეაქციას ავლენს და გუნდს გაშვებული გოლისგნ იხსნის. სათამაშო დროისა და პრაქტიკის სიმცირის მიუხედავად, იკერმა მშრალად შენახული კარის რეკორდიც კი მოხსნა. მისი წყალობით "რეალი" გახდა კლუბი, რომელიც "კოპა დელ რეის" ფინალამდე ისე მივიდა, რომ საკუთარ კარში ბურთი არ გაუშვია.

ამ ორ მეკარეზე დავა შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს, მაგრამ ფაქტია რომ კაპიტნისგან განსხვავებით, ლოპესი უმაღლესი კლასის მეკარე არ არის. კასო არამარტო ნომერ პირველი მეკარე, არამედ მადრიდელთა სული და გული, ნამდვილი კაპიტანი და ავტორიტეტია, რომელსაც სრულიად საფეხბურთო სამყარო დიდ პატივს სცემს.

ლოპესმა მიიღო ის რაც სურდა და ისტორიაში შევიდა ადამიანი, რომელმაც ლეგენდარული იკერ კასილასი ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან, მაგრამ ახლა დროა ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს და ნომერ პირველი გოლკიპერი კუთვნილ ადგილს დაუბრუნდეს.

Follow Chris Mayson On Twitter

დებატები: ვინ უნდა იყოს "რეალის" პირველი მეკარე?


პოლ მაკდონალდი: "ლოპესი დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებს და ის ძირითადის ღირსია."

"დიეგო ლოპესი ბრწყინვალე და გასაოცარი მეკარეა, რომელიც უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს."

მან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში შესანიშნავი სეივებით დაგვამახსოვრა თავი.მან უმალესი კლასი, მსოფლიოს ნომერ პირველ დაპირისპირებაშიც გამოამჟღავნა,, რომელსაც საფეხბურთო სამყარო ყოველთვის სულმოუთქმელად ელის და მას "ელ კლასიკოს" უწოდებს.

არ არის მართებული ის სიძულვილი და აგრესია მადრიდისტების მხრიდან, რომელიც მოურინიოს და ლოპესს ერთდროულად დაატყდათ თავს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ყველა შესაძლო ვარიანტიდან, საუკეთესო ამოარჩია და არ დარჩა ანტონიო ადანის იმედზე, რომელიც მაღალი სათამაშო ოსტატობით ვერასოდეს იკვეხნიდა და სწრაფადვე გადმოიბირა კლუბის აღზრდილი მეკარე, რომელიც შემდეგში გმირად მოგვევლინა. ბუნებრივია, მოურინიოს გადაწყვეილებას, როდესაც კასილასი სათადარიგოზე დასვა და ლოპესს თავის გამოჩენის საშუალება მისცა, მშვიდად არავინ შეხვდებოდა, მაგრამ მოვლენების ასე განვითარებას არავინ ელოდა. კასილასის დიადმა ავტორიტეტმა, თავისი ქნა და გულშემატკივარი მოურინიოს და დიეგოს მიმართ აამხედრა. დიდი ალბათობით, სწორედ ეს გახდა პორტუგალიელის გუნდიდან წასვლის მიზეზი.

მოურინიოს შემდეგ გუნდში მოვიდა ანჩელოტი, რომელსაც ცხადია, ლოპესის მონდომება და მაღალი კლასი უხილავად არ დარჩენია. სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, მეკარეებს შორის დროის გადანაწილების თაობაზე. ამით მან აბობოქრებული მადრიდისტები დაამშვიდა და დიეგოს კიდევ ერთხელ მისცა შანსი, საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნებისა.

რაც არ უნდა იყო დღესდღეობით დიეგო ლოპესი, იკერ კასილასის ღირსეული შემცვლელია, რომელიც თიოეულ თამაშში მაქსიმუმს აკეთებს და გუნდის წარმატებაზე ზრუნავს. თავად კასილასმაც კი გნაცხდადა, რომ გუნდის ასეთი წარმატება და წაუგებელი სერია, მეტწილად ლოპესის დამსახურებაცაა. საინტერესოა რატომ არიან გულშემატკივრები სხვა აზრზე და რატომ არ აფასებენ დიეგოს?

Follow Paul Macdonald On Twitter

აქვე შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკზე და ხმა მისცეთ თქვნთვის სასურველ ძირითადის მეკარეს.





წყარო: Goal.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)