მადრიდელებმა დე შილიოსთვის 18 მლნ. გაამზადეს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, მადრიდული გრანდი განაპირა მცველის შეძენას შეეცდება.

იტალიური Tuttosport-ის ინფორმაციით, „რეალმა“ დე შილიოს დაადგა თვალი, რომელიც „როსონერიში“ გამოდის.მეტიც, „თეთრებმა“ უკვე 18 მილიონი ევრო გაამზადეს 21 წლის მოთამაშისათვის.

როგორც იცით, კლუბიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი ფაბიუ კოენტრაუს, ხოლო ალვარო არბელოა ნელ-ნელა ასაკში შედის და უფრო ხშირად სტუმრობს ლაზარეთს.იტალიელს ფეხბურთელის ნატურალური ამპლუა მარჯვენა ფრთაზე მდებარეობს, თუმცა მას ასევე წარმატებით შეუძლია ასპარეზობა მარცხენა ფლანგზეც.

„ბლანკოსი“ ახალგაზრდა მცველს 5 წლიან კონტრაქტსა და წელიწადში 2.5 მლნ. ევროს შეთავაზებს.ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ანჩელოტის ფაქტორი ტრანსფერის გაჩარხვას გაადვილებს.

დიდი ალბათობით, დე შილიო „სკუადრა აძურას“ გაყვება ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (133)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)