რონალდუ: „სამივე ტიტულის მოგებას ვეცდებით“
ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში, კრშტიანუმ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები.„შალკესთან“ დუბლის ავტორი ფიქრობს, რომ სამეფო კლუბს ტრიპლეტის ბრძოლა ძალუძს.
„ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცდებით მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, რაც თავისთავად, სამივე ტურნირზე წარმატებების მიღწევას გულისხმობს.ბუნებრივია, ვიცით, რომ ტრიპლეტის მოპოვება სირთულეებს უკავშირდება, თუმცა როდესაც „რეალის“ მაისური გაცვია, ყველაფრისთვის უნდა იბრძოლო.გუნდი ჩინებულ ფორმაშია და გამორიცხულიც არაფერია.“
„შესანიშნავი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, „შალკესთან“ მაღალ დონეზე ვითამაშეთ.ახლა, დაველოდებით ვინ შეგვხვდება მეოთხედფინალში.“
„ყოველთვის მინდა მოედანზე გამოსვლა.თავს კარგად ვგრძნობ და მწვრთნელმაც გადაწყვიტა, რომ გერმანელებთან პაექრობაში ჩემი დასვენება უადგილო იქნება.საბედნიეროდ, მოვლენები კარგად განვითარდა.დუბლი შევასრულე და ჩემს გუნდს მოგებაში დავეხმარე.საჭიროა, აღებული გეზის შენარჩუნება და მოგებათა სერიის გაგრძელება.“
MARCA
- 19 მარტი 2014
- 2 075
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.