პელეგრინის პრესკონფერენცია
პრესკონფერენციის დროს მანუელ პელეგრინი თავდაჯერებული იყო.
"ბარსელონას" ბევრ მატჩს უყურეთ?
იმდენი, რამდენიც მოწინააღმდეგე გუნდების.
არ თვლით, რომ "ბარსელონა" მოწინააღმდეგეებს იძულებულს ხდის არადამაჯერებელი იყოს?
ეს არ მაღელვებს. მხოლოდ გუნდზე ვფიქრობ და ვიცი რა გვჭირდება.
როგორ გრძნობს თავს ალბიოლი?
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხვალ გახდება ცნობილი. გადავწყვეტთ შეუძლია თუ არა მას თამაში.
რას ელით "კლასიკოსგან"?
როგორც ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვიმედოვნებ, მატჩი არაჩვეულებრივი გამოვა.
რა უნდა გააკეთოთ ისეთი, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა კარგად ვერ ითამაშონ?
"ბარსელონა" – ეს მხოლოდ დასახელება არ არის. იქ თამაშობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. ეს ჩემი მეექვსე სეზონია ესპანეთში და ბევრჯერ მაქვს მათ წინააღმდეგ ნათამაშები. ვნახოთ, როგორ შევაჩერებთ მეტოქეს, მაგრამ ჩვენს სტილს არ გადავუხვევთ.
კრისტიანო რონალდოს დაბრუნება გაადვილებს ამ ამოცანას...
ის შეუცვლელი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენი გუნდი არაა დამოკიდებული ვარსკვლავებზე. და ეს დავამტკიცეთ: რონალდოს გარეშე ვლიდერობთ ჩემპიონთა ლიგაზე და ლა ლიგაში.
გაქვთ სპეციალური სტრატეგია?
ყოველ კვირას ვამუშავებთ ახალ სტრატეგიას. ახლანდელი მეტოქესთვის შემუშავებულია სტრატეგია.
არ იზარალებს გუნდი, თუ იგუაინი თადარიგში დარჩა?
არ ვიცი ეს ვინ თქვა. კვირას ნახავთ სასტარტო შემადგენლობას.
გუნდი იმ ფეხბურთს თამაშობს, როგორიც მოგწონთ?
"ბარსელონას" თავისი სტილი აქვს, ჩვენ ჩვენი. კარგად გამოვდივართ, მაგრამ ხანდახან პრობლემებიც გვაქვს. ვფიქრობ ყველა მოგებულ მატჩში ბოლომდე ვდომინირებდით.
რას იტყვით "ბარსელონას" თამაშზე?
ისინი ძალიან კარგად მოქმედებენ ბურთით.
ჩანს გუნდში დიდი პასუხისმგებლობაა. ეს კარგია თუ ცუდი?
ჩვენ გველის მატჩი პირდაპირ კონკურენტთან, მაგრამ ძალებში დარწმუნებულნი ვართ და ვაპირებთ საკუთარი ფეხბურთის ჩვენებას.
რონალდო საბოლოოდ გამოჯანმრთელდა?
რთული სათქმელია. ის ისევე თამაშობს, როგორც ყოველთვის. ტრავმა მას აღარ აწუხებს.
რომელია "ბარსელონას" ყველაზე სუსტი წერტილი?
ყველას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ თავს.
კრისტიანო გამოვა სასტარტო შემადგენლობაში?
ჩვენ გვაქვს ტაქტიკა, რომ დავეხმაროთ ფეხბურთელს ოპტიმალურ ფორმაში დასაბრუნებლად. ვნახოთ ხვალ ვინ ითამაშებს.
ფრეზე თანახმა ხართ?
არა, მე მხოლოდ გამარჯვება მსურს.
ბენზემამ დაიმსახურა ადგილი სასტარტოში?
ამ თემაზე უკვე ბევრი საუბრობს. ხვალ ვნახავთ ყველაფერს.
გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია პლანეტაზე?
რთული სათქმელია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ დიდ სამუშაოს ასრულებს. თუმცა ჩემს კომპეტენციაში არ შედის ამაზე საუბარი.
ამ მატჩის რეზულტატმა შესაძლოა თქვენს სამუშაოზე იმოქმედოს?
რეპორტიორები მუდამ ეძებენ რაღაცის დაწერის მიზეზს. მე აქ ვარ იმისთვის, რათა ვიმუშავო და შევასრულო ჩემი მოვალეობა.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 28 ნოემბერი 2009
- 3 368
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.