კრიშტიანუ პუშკაშს გაუთანაბრდა
გერმანელების კარში შეგდებული დუბლის წყალობით, კრიშტიანუ სამეფო კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
არსებული მომენტისათვის, რონალდუსა და დიადი პუშკაშის ანგარიშზე 242-242 გოლი ირიცხება, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ უნგრელის მიღწევა უკვე უკან არის მოტოვებული.აღნიშნული რაოდენობის ბურთების დასაგროვებლად, ფერენცს 261 მატჩი დასჭირდა, „ელ ფერარის“ კი 236.
ამიერიდან, „შვიდიან“ სანტილიანას რეკორდს დაუმიზნებს, რომლის აქტივშიც 290 გოლი ირიცხება, ხოლო შემდეგ დი სტეფანოსა (307) და რაულის (323) მონაგარის დამხობაზე იფიქრებს.
ამასთანავე გაცნობებთ, რომ კრიშტიანუ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საუკეთესო მეგოლეა 13 ბურთით.მას მხოლოდ 2 გოლი აშორებს, რათა აღნიშნულ გათამაშებაში, ერთი სეზონის განმავლობაში გატანილი გოლების მიხედვით სრული რეკორდსმენი გახდეს.
- 19 მარტი 2014
- 2 275
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.