ბენზემას ინტერვიუ

ის ისე იცვამს, როგორც რეპერი, მისი სიარული მძიმეა. მას მეოცნების, ხელოვანის გამოხედვა აქვს. კარიმ ბენზემას (ლიონი, საფრანგეთი 1987 წელი) წინ პირველი "ელ კლასიკო" ელოდება "კამპ ნოუზე". კლუბის მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ სწორედ მან უნდა დაიკავოს ადგილი თავდასხმის ხაზში. ეს შეხვედრა შეიძლება მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გახდეს.

რა იყო სკოლაში შენი საყვარელი საგანი?

ფიზკულტურა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ არ მიყვარდა სკოლა. ბავშობიდან ფეხბურთზე ვარ შეყვარებული. ერთადერთი რისი სწავლაც მიყვარდა არის უცხო ენა, მაგალითად: ინგლისური.

რა ტიპის მუსიკა მოგწონს?

ბავშობიდან მელომანი ვარ. ეს ოჯახური მემკვიდრეობაა. სახლში ჩვენ მთელი დღე მუსიკას ვუსმენდით. ოჯახის ყველა წევრი ერთად. მე ვუსმენდი ფრანგულ და ამერიკულ რეპს, ასევე ფრანგულ და არაბულ სიმღერებს... ყველაფერს.

შაკირა თუ ბიონსე?

ბიონსე

რონალდო თუ ზიდანი?

მე ისე გავიზარდე, რომ მაგიჟებდა რონალდოს თამაში, მაგრამ ამავდროულად ძალიან მომწონს ზიდანი.

პუიოლი თუ პიკე?

ორივე– შესანიშნავი მცველები არიან , მაგრამ პიკეს უკეთ ვიცნობ. როცა ვთამაშობდი 16 წლამდე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში , მე მას ვხვდებოდი (! ცუდად არ გაიოგთ , ეტყობა მოედანზე ხვდებოდა 023 ) ის პუიოლზე უფრო ტექნიკურია და მას ძალიან გრძელი ფეხები აქვს, რაც მას მეტოქისთვის ბურთის ართმევაში ეხმარება.

შენთვის რომელიმე მათგანის წინააღმდეგ თამაში პრინციპულია თუ არა?

არა. ჩემთვის სულერთია რომლის წინააღმდეგ მომიწევს თამაში.

თავდასხმაში თავს უფრო კომფორტულად სად გრძნობ?


მნიშვნელობა არ აქვს , მე ნებისმიერი დავალების შესრულება შემიძლია თავდასხის ხაზში,

"ლიონში" შენ პრაქტიკულად ნახევარმცველად თამაშობდი, მონაწილეობდი რა შეტევის ორგანიზებაში.

რა თქმა უნდა, მე შემიძლია ვიყო ორგანიზატორი! ჩემთვის მართლაც სულ ერთია. მე–არა აქვს მნიშვნელობა კარიდან ათთი მეტრის მოშორებით ვიქნები თუ უფრო შორს–იგივე ვრჩები. "მადრიდის რეალში" მე სხვა რამეს მთხოვენ. უნდა მივეჩვიო წინ ყოფნას. ადგილი ყველასთვის არაა.

იქნებ ღირდეს და გასინჯოთ, როგორია ერთი შეხებით გოლის გატანა?

მე მომწონს ბურთის ტარება....

შენ პოეტივით ლაპარაკობ. სილამაზეს ანიჭებ უპირატესობას ისე ჩანს, რომ გოლის გატანა შენთვის თვითმიზანი არაა...

პოეტი? მე მიყვარს გოლის გატანა. გადაცემების გაკეთება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია. წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, სწორედ კარგ გადაცემებს მოყვება გოლი. ანუ ის, რომ შენ თანაგუნდელს გოლი გააქვს, შენ მიერ გაკეთებული გადაცემის დამსახურებაა. მას ისღა დარჩენია ბურთი შეაგდოს მეტოქის კარში.

რითი შეიძლება "ბარსელონას" დამარცხება?


მათ ბურთი უნდა წავართვათ და უნდა შევუტიოთ. თუ მარტო მათი შეჩერებით ვიქნებით დაკავებულნი, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ წაგების იმედიღა შეგვიძლია გვქონდეს. თამაშის სადავეები ხელში უნდა ჩავიგდოთ და ინიციატივაც ჩვენგან უნდა წამოვიდეს. აუცილებლად უნდა ვფლობდეთ ბურთს.

და თამაშის დასრულების როგორი სცენარი მოგეწონებოდა?

მოგება და ჩემი გატანილი გოლი.

როგორ იქნება ეს გოლი გატანილი?

25 მეტრიდან ძლიერი დარტყმით.

გრძნობ თუ არა თავს უფრო თავისუფლად, როცა რაული მოედანზე არაა?

ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის ასე ვთქვათ ატანა მოედანზე, ვინაიდან რაული ბურთის გარეშე თამაშობს, მე კიდევ ბურთით. დიახ, გარკვეულწილად სიმართლეა, რომ მე თანაგუნდელებს უფრო კარგად ვუგებდი,როცა ის არა მოედანზე, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, რომ ძაღლის თავი აქაა დამარხული.

როგორ გაიხსენებდი ფლორენტინოს ლიონში ჩასვლას იმისთვის, რომ შენ "მადრიდის რეალში" გადაეყვანე?

ის ჩემთან სახლში მოვიდა. მე ის ძალიან მომწონს.

რომელ საათზე მოვიდა პერესი? რა შესთავაზე მას?


17:00 საათზე. მე მას კოკა–კოლა შევთავაზე...

და რა გითხრა პერესმა?

რომ "მადრიდის რეალი" არის კლუბი, რომელთან ერთად ბევრი რამის მოგება შეიძლება.

და...?

მე მას ვუთხარი "დიახ". ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა, ვინაიდან ეს ჩემი სურვილიც იყო.


წყარო: Elpais.com


  • shvela
  • 28 ნოემბერი 2009
  • 3 631
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)