ხესესთვის სეზონი დასრულდა?
„შალკესთან“ არაფრისმომცემ შეხვედრაში, სამეფო კლუბმა დიდი ზიანი მიიღო.
თამაშის მე-2 წუთზე, მეტოქესთან შეჯახების შედეგად, მუხლის ტრავმა მიიღო ხესემ, რომელიც ამჟამინდელი ფორმაციის „რეალისათვის“ მეთორმეტე მოთამაშეა.მოედანზე შემოსულმა სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებმა, ახალგაზრდას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა ტკივილები იმდენად მძიმე იყო, რომ ესპანელმა ვეღარ შეძლო პაექრობის გაგრძელება და მის ნაცვლად ბეილი შემოვიდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხესეს ტრავმა საკმაოდ სერიოზულია.მეტიც, შესაძლოა აღნიშნულ სეზონში ფეხბურთელმა ვეღარც შეძლოს მწვანე მინდორზე გამოსვლა.
AS
- 19 მარტი 2014
- 3 492
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.