რონალდუ სხვაობის გაზრდას ეცდება
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ანგარიშზე 11 გოლი ირიცხება.
კრიშტიანუ ერთი ბურთით უსწრებს უშუალო მდევარ იბრაჰიმოვიჩს, ხოლო სამით არგენტინელ მესის.გამომდინარე იქედან, რომ „პსჟ“-მ და „ბარსელონამ“ თავიანთი მერვედფინალური მატჩები ჩაატარეს, რონალდუს კარგი შანსი ეძლევა, „შალკეს“ დაბომბვის წყალობით, კიდევ უფრო გაზარდოს სხვაობა კონკურენტებთან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ისტორიაში, ერთი სეზონის განმავლობაში გატანილი გოლების მაქსიმალური რაოდენობა 14 შეადგენს, რაც სხვადასხვა სეზონებში, ნისტერლოიმ, ბრაზილიელმა მაზოლამ და მესიმ დააფიქსირეს.ცხადია, რონალდუს მიზანს, ახალი რეკორდის დაწერა წარმოადგენს.
ერთი სიტყვით, „ბერნაბეუზე“ პორტუგალიელის ბენეფისის მომსწრენი უნდა გახდნენ.
MARCA
- 18 მარტი 2014
- 1 809
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.