კარიმი „კლასიკოსთვის“ საეჭვოა
„ლა როსალედაზე“ გამართული ორთაბრძოლის 31-ე წუთზე, ფრანგმა თავდამსხმელმა ტკივილების გამო დატოვა მწვანე მინდორი.
როგორც AS იუწყება, ბენზემამ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და მედიკოსების თქმით, კარიმს მარჯვენა ფეხის ბარძაყზე აღენიშნება პრობლემები.ეჭვგარეშეა, რომ სამეფო კლუბის წინახაზელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებას გამოტოვებას, მაგრამ რა სიტუაცია იქნება „ელ კლასიკოსთვის,“ ჯერ არავინ იცის, თუმცა დიდი ალბათობით, ბარსელონელებთან ჯახშიც უქმობა მოუწევს „ცხრიანს.“
AS
- 17 მარტი 2014
- 2 315
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.