ლოპესი: „მადლობა იკერს“
„მალაგასთან“ ნამატჩევს, ლოპესმაც გააკეთა კომენტარი.კიპერის აზრით, რომ არა უიღბლობა, „რეალს“ უფრო დიდი ანაგრიშითაც დაამარცხებდა მეტოქეს.
„კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ ქარს გავატანეთ.მართალია, ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, თუმცა დაცვაში მოწოდების სიმაღლეზე ვითამაშეთ.ფაქტობრივად, 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით მატჩის სადავეებს.“
„როდესაც ტაბლოზე 0-1 ფიქსირდება, შესაძლოა, ერთი შეცდომაც ძვირად დაგიჯდეს, თუმცა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ანგარიში შენარჩუნებულიყო და მორიგი გამარჯვება გვეზეიმა.“
„ელ კლასიკო“ გამორჩეული დაპირისპირებაა, თუმცა ჩემპიონატი მომდევნო უქმეებზე არ მთავრდება.წინ კიდევ 10 ტური დარჩა ჩასატარებელი.სასიხარულოდ, შესანიშნავ კონდიციებში ვიმყოფებით და „ბარსასთან“ მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხდებით.საკუთარი ქომაგების წინაშე აუცილებლად გამარჯვება გვმართებს.“
„სიმართლე გითხრათ, პატივს ვცემ ყველას აზრს.ვცდილობ, ყველგან და ყოველთვის ბოლომდე დავიცვა ჩემი კლუბის ღირსება.სწორედ ამას აკეთებს მეორე დღეს იკერიც.მინდა მადლობა გადავუხადო მას, საქებარი სიტყვებისათვის (რამდენიმე დღის წინ, კასილიასმა დასძინა, რომ პრიმერა დივიზიონის ლდიერობაში, დიეგოს დიდი წვლილი მიუძღვისო - ავტ).ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვუწევთ ერთმანეთს კონკურენციას.“
„ვერ გეტყვით, სეზონის დასკვნით ფაზაში მომიწევს თუ არა თამაში.გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს.ყველანაირ შემთხვევაში, პატივისცემით მოვეკიდები მის არჩევანს.“
AS
- 16 მარტი 2014
- 4 466
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.