ანჩელოტი: „ძალიან რთული თამაში გამოდგა“
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა „ლა როსალედაზე“ ჩატარებული დაპირისპირება შეაფასა.
„კმაყოფილი ვარ, რამეთუ საკმაოდ რთულ ორთაბრძოლაში, მეტად მნიშვნელოვანი ქულები მოვიხვეჭეთ.აღნიშნულმა გამარჯვებამ ძალიან გამახარა.“
„მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია.მასპინძლები პირველი წუთებიდან ზეწოლის განხორციელებას ცდილობდნენ.ნიშანდობლივია, რომ მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა არ გაგვიმართლა.სანახაობის მხრივ, იდეალური თამაში ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა პოზიციურ და დაცვითი თვალსაზრისით, შესანიშნავად გამოვიყურებოდით.ამასთანავე, ყოველთვის 2-0 და 3-0 ვერ მოიგებ.“
„არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარეს.შესაძლოა, ეფექტურობით ვერ გამოვიჩინეთ თავი, მაგრამ სხვა ასპექტებში დიდებულად ვიასპარეზეთ.მეტოქე მობილიზებულად აგორებდა ბურთს.აღსანიშნავია, რომ ჩემი შეგირდების წყალობით, რისკები მინიმუმამდე იყო დაყვანილი.“
„ბენზემამ ტკივილები იგრძნო და ამიტომაც შევცვალეთ.“
„ისკომ ნახევარდაცვაში სასარგებლოდ დაიწყო თამაში, თუმცა კარიმის ტრავმის გადამკიდე, ცრუ ცხრიანზე მოგვიწია მისი გადაყვანა, სადაც ნორმალურად გამოიყურებოდა.“
„4 ქულიანი სხვაობა შენარჩუნებეულია.ჩვენ მზად ვართ „კლასიკოს“ სათამაშოდ.“
AS
- 16 მარტი 2014
- 2 552
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.