სერხიო რამოსის ინტერვიუ

სერხიო რამოსის დამოკიდებულება ელ კლასიკოსთან მიმართებაში განსხვავებულია. სწორედ რამოსია ის ფეხბურთელი, რომელიც თავ–პირის მტვრევით ცდილობდა გაეჩერებინა რონალდინიო სანტიაგო ბერნაბეუზე, როცა ამ უკანასკნელს მადრიდული პუბლიკა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს. ისაა ფეხბურთელი, რომელიც ცდილობდა ანრის გაჩერებას სამარცხვინოდ წაგებულ მატჩში. ასევე, სწორედ რამოსმა გაიტანა გოლი კამპ ნოუზე იმ თამაშში, რომელიც 3:3 მორჩა. ის ეხლაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უწინდელი ფორმა აღიდგინოს. ასეა თუ ისე, მადრიდისტებმა უნდა იმედოვნონ, რომ ნამდვილი სერხიო რამოსი მალე დაბრუნდება, ამ დაბრუნებისთვის კი კლასიკო შესანიშნავი დროა.

რა იყო წინა წლის წარუმატებლობის მიზეზი?

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ნებით თუ უნებლიედ კარგავ საკუთარი თავის რწმენას.

ხშირად დადიოდით ე.წ. "ტუსოვკებზე"?

როგორც კი სადმე გამოჩნდები, პრესა იმწამსვე იქ ჩნდება და ყველაფერს აშუქებს. გულშემატკივრები არ ასხვავებენ ჩვენს პირად ცხორევბას და ფეხბურთელის ცხოვრებას ერთმანეთისგან. მიმაჩნია, რომ ყველას გვაქ უფლება გავაკეთოთ ის, რაც გვსურს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სხვა რამეს არ უშლის ხელს. წინა წელს მე ისეთი არაფერი არ გამიკეთებია, რაც დიდან განსხვავებული იქნებოდა სხვა სეზონებისგან.

რა გახდა იმის მიზეზი, რომ წლევანდელ სეზონში თქვენ უფრო ხშირად ცენტრში გაყენებენ?

ჩვენ რაღაც–რაღაცეებზე მოგვიწევს მუშაობა–ეს ეხება, როგორც ცალკე ჩემს პოზიციას, ასევე მთლიანად კლუბს. მშვენიერი მაგლითია–პირველი ტაიმი "სან სიროზე". ლასსისა და ხაბის დახმარებით ჩვენ თამაშის კონტროლის მოპოვება შევძელით. ჩემი უპირველესი მიზანი მატჩის დაწყებისთანავე არის დაცვის ხაზში საიმედოდ თამაში. რაც უფრო მეტად მექნება თანაგუნდელთა დახმარების იმედი, მით მეტჯერ ჩავერთვები შეტევებში. იყო წუთები, როცა მე მხარდაჭერას არ ვგრძნობდი.

მოგეწონებოდათ თქვენთვის მარსელოსავით სხვა პოზიციაზე სათამაშოდ გადაეყვანეთ?

მე ეს ნაკლებად მაღელვებს. მე არბელოასთან თავს კიდევ უფრო დაცულად ვიგრძნობდი, მაგრამ ეს არეალურია. ჩვენ შეტევის გასაძლიერებლად ბევრი ფეხბურთელი ვიყიდეთ, ამიტომ მე დაცვაში თამაშს ვანიჭებ უპირატესობას.

რა თამაშს თამაშობს "მადრიდის რეალი"?

არცთუ ისე ბევრი თამაშობს ისე , როგორც ჩვენ. "მადრიდის რეალი" საერთო ჯამში ისეთივე მოდელს იყენებს, როგორსაც ეროვნული ნაკრები.

მაშინ რაშია განსხვავება?

დროში. დროა საჭირო ერთმანეთის უკეთ გასაცნობდა.

ბოლო კლასიკოებში თქვენ ერთ–ერთი მთავარი შემოქმედი იყავით... კაპელოს ეპოქის დროს, როცა 3:3 ანგარიში დაფიქსირდა, თქვენ მხრით გაიტანეთ გოლი...

თავით!.. ნუ ცდილობთ მომაკლოთ ეს სიამოვნება...

რას იტყოდით იმ მატჩზე?

იმ შეხვედრამ სიამოვნება მომანიჭა. გარდა ამისა, ეს ჩემი პირველი გოლი იყო "კამპ ნოუზე". ამ სტადიონზე თამაშის შესაძლებლობა არც ისე ხშირად გვეძლევა. შემდეგ იყო ღამის კოშმარი 6:2, ეს იყო ყველაზე ცუდი რამ, რაც კი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ რევანში გვსურს.

თქვენი პროგნოზი?

1:2, იმედი მაქვს გოლის გატანას მოვახერხებ. ამავდროულად მნშვნელოვანია, რომ გოლი არ გავუშვათ.

რას იტყვით ხავიზე?

ის "ბარსელონას" ტვინია. ის და ინიესტა.

ინიესტა თუ მესი?

ანდრესი, ვინაიდან ის ესპანელია. თუ მესი არ ითამაშებს , არაფერი საშიში არ იქნება (იცინის). ის კრიშტიანუსავითაა, ერთი საფეხურით ყველაზე მაღლა დგას.

იმსახურებს თუ არა ის ოქროს ბურთს?


ჩემი ნება რომ იყოს ვინმე მადრიდისტს ან ესპანელს მივცემდი, მაგრამ თუ ის ამ პრიზს მოიგებს, ეს დამსახურებული ჯილდო იქნება.

და ანრი?

დაწყებული გერმანიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატიდან , მე მას არაერთხელ შევხვედრივარ მოედანზე და ყოველთვის ვახერხებდი მის შეჩერებას, განსხვავებით წინა კლასიკოსგან.

ეტო'ო თუ იბრაგიმოვიჩი?

ეტო'ო უფრო მობილური. სახიფათო და სწრაფია. იბრა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის უფრო მეტად დამოკიდებულია გუნდურ თამაშზე. ის ასევე შეუდარებელია გადამწყვეტ მომენტებში.

თქვენს ანგარიშზე უკვე ცხრა გაძევებაა, სულ რაღაც ერთით ნაკლები, ვიდრე იეროს, მაგრამ ამასთანავე თქვენ მთელი 300 შეხვედრით ნაკლები გაქვთ ჩატარებული...

მსაჯებს ჩემზე არასწორი შეხედულება შეექმნათ. თუ ერთხელ მიიღე უხეში ფებხურთელის სახელი, მერე უკვე ძალიან ძნელია მისი თავიდან მოშორება. მე, სერხიო რამოსს, უფრო მეტად მსჯიან , ვიდრე განსჯიდნენ სხვა ფეხბურთელს ანალოგიურ სიტუაციაში და შესაბამისად ბევრ ყვითელ ბარათსაც მაძლევენ.

როგორ მიიღო რაულმა ის ფაქტი, რომ ის სათადარიგოთა სკამზე უფრო მეტ დროს ატარებს?

ვფიქრობ ნორმალურად, ის კლუბის სიმბოლო, ავტორიტეტი და მაგალითია.


წყარო: As.com

  • shvela
  • 28 ნოემბერი 2009
  • 3 938
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)