რამოსი : "რა საჭიროა როტაცია, როდესაც გვყავს დანიელი?"
სერხიო რამოსმა ალვარო არბელოას ტრავმასა და დაცვის მარჯვენა ფლანგზე შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა...
"ალვარო დიდებული ფეხბურთელია, მან ყველას დაუმტკიცა, რომ საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, იგი კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი საყვარელი შეგირდი გახლავთ, რომლის ნდობაც ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება, მაგრამ ამასთანავე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ "ფურია როხა" მის გარეშე ფაქტობრივად არ არსებობს."
"დარწმუნებული ვარ არბელოა დათქმულზე ადრე დაბრუნდება, თუმცა ჩვენ გვყავს დანიელ კარვახალი, რომელშიც უდიდესი პოტენციალი დევს, ახალგაზრდა მოთამაშის ენერგია განსაცვიფრებელია, იგი დიდებული მოთამაშე გახლავთ და პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ მარჯვენა ფლანგი გარკვეული დროით მას უნდა ჩაბარდეს."
"თუ გუნდს დაჭირდა ცენტრ ფორვარდის პოზიციაზეც შემიძლია თამაში, ამას მხოლოდ მთავარი მწვრთნელი წყვეტს."
"მარჯვენა ფლანგი ჩემთვის ნაცნობია, ამ პოზიციაზე წლების მანძილზე ვირჯებოდი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამამწესებენ ხსენებულ პოზიციაზე, თუ კარვახალს რაიმე სახის პრობლემა შეექმნება."
- 14 მარტი 2014
- 2 605
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.