კოენტრაუს ნაცვლად კოული
როგორც ჩანს, ფაბიო კოენტრაუ თავის ნავთსაყუდელს მომდევნო სეზონიდან პრემიერ ლიგაში იპოვის.
"მადრიდის რეალი" ნელ-ნელა იწყებს მზადებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის და ერთ-ერთი მთავარი შენაძენი ალბათ ეშლი კოული იქნება. რაც შეეხება ფაბიო კოენტრაუს, ის ძალიან ახლოსაა "მანცესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან.
ჯონათან ბარნეტი, კოულისა და გარეთ ბეილის წარმომადგენელი, ჟოზე ანხელ სანჩესთან დიდ დროს ატარებს იმისთვის, რომ ინგლისელის ესპანეთში გადმოსვლის დეტალები შეათანხმოს. 33 წლის კოულის "მადრიდის რეალში" გადმოსვლა ასევე დამატებითი მოტივაცია იქნება მარსელოსთვის, რომელსაც უფრო მეტი ბრძოლა მოუწევს სასტარტოში ადგილის დასამკვიდრებლად.
მიუხედავად იმისა, რომ კოულის ფიზიკური ფორმა ამჟამად მუდმივი სათადარიგოთა სკამზე ჯდომის გამო, შეიძლება არ არის კარგი, მას დიდი გამოცდილება აქვს, რაც "მადრიდის რეალში" ფეხის მოკიდებაში დაეხმარება.
- 14 მარტი 2014
- 2 128
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.