ლუის სუარესს გაათეთრებენ
"მადრიდის რეალი" 96 მლნ. ევროს გადაუხდის "ლივერპულს" ლუის სუარესის სანაცვლოდ.
ფლორენტინო პერესს უკვე ნათელი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს მომდევნო სეზონის გალაქტიკო. როგორც Mundo Deportivo იუწყება, "მადრიდის რეალი" ლუის სუარესის სანაცვლოდ 96 მლნ. ევროს გაღებას აპირებს და ეს ყველაფერი ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მოხდება.
"თეთრები" იმიტომ ჩქარობენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ლუის სუარესის გაბრწყინებას ელიან და შესაბამისად, მისი ფასიც მოიმატებს, ამიტომაც თადარიგს წინასწარ იჭერენ.
- 14 მარტი 2014
- 3 914
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.