"მალაგა" – "რეალი" წინასამატჩო მიმოხილვა

"მალაგა" – "რეალი"  წინასამატჩო მიმოხილვა


კარლო ანჩელოტის შეგირდებს, შანსი აქვთ ლა ლიგის სატუნირო მდგომარეობა, კიდევ უფრო გაიუმჯობესონ და კონკურენტებთან წინსწრება გაზარდონ.

2012 წელს "ანდალუსიელებმა", პირველად შეძლეს "მადრიდის რეალის" დამარცხება 1999 წლის შემდეგ, ანგარიშით 3–2.

ბლანკოსის ამ მარცხის შემდეგ, კლუბების გზები ორჯერ გადაიკვეთა, სადაც მადრიდელებმა ჯერ 6–2 იმარჯვვეს 2013 წლის მაისში, ხოლო მეორედ 2–0, ოქტომბრის თვეში.

წლევანდელ სეზონში "მალაგა" ძალიან ცუდად გამოიყურება. ისინი, პრიმერა დივიზიონის გათამაშების ცხრილში 13 ადგილზე არიან, 29 ქულით. საკმარისია ერთი დიდი შეცდომა და ანდალუსიელები მეორე დივიზიონში ამოყოფენ თავს.

მადრიდელთა უდავო კონკურენტებმა, ბოლო მატჩებში ქულები დაკარგეს და "ბლანკოსს" შანსი მისცეს, ოცდამეცამეტეჯერ გახდეს ლა ლიგის გამარჯვებული.

მადრიდელთა შემტევი ხაზი, რომელიც "BBC" სახელითაა ცნობილი, საკმაოდ დამაჯერბელად გამოიყურება.

გასულ სეზონში მანუელ პელეგრინიმ შეძლო "მალაგა" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გაეყვანა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში "ბორუსიასთან" დათმო შეხვედრა. პელეგრინის წასვლის შემდეგ კი, კლუბის საქმე უკან–უკან წავიდა.


ბოლო მატჩი, "ანდალუსიელებმა" "ოსასუნასთან" გამართეს და ანგარიშით 2–0 დაამარცხეს.

ხვალ გასამართ მატჩს, სერხიო რამოსი გამოტოვებს და სავარაუდოდ პეპე–ვარანეს დუეტს ვიხილავთ დაცვის ცენტრალურ ნაწილში. ხედირა და არბელოას კი მუხლზე ტრავმა აქვთ და თამაშების გამოტოვება უწევთ.


წყარო: Goal.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)