მეორე მარცხი: „ბაიერნი“ 85-83 „რეალი“
ევროლიგის „ტოპ 16“-ის მე-10 ტურის ფარგლებში, დაძაბული, საინტერესო და დრამატული დაპირისპირება შედგა გერმანიაში.
მიუხენურმა გრანდმა, რომელიც ფლეი-ოფის საგზურისთვის დიდი მონდომებით იბრძვის, მადრიდელების უყურადღებობა კარგად გამოიყენა და სეზონის მეორე მარცხი ჩაუწერა გრაფაში სტუმრებს (85:83).
აღსანიშნავია, რომ თამაში მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, რაც პირველი მეოთხედის ანგარიშშიც აისახა - 20:19, თუმცა ლასოს შეგირდები გონს მალევე მოვიდნენ და სერხიო როდრიგესის ფეერიული ბურთაობის წყალობით, 9 ქულის სხვაობით გავიდნენ შესვენებაზე.პარკეტზე დაბრუნებული „რეალი“ ზედმეტად თავდაჯერებული და უმოტივაციო ჩანდა, რაც ჩინებულად გამოიყენეს „ბაიერნის“ კალათბურთელებმა.მათი წარმატებული თამაშის წყალობით, მესამე მეოთხედი 22-ით 18 დასრულდა.
სამწუხაროდ, „თეთრები“ ვერც ბოლო მეოთხედში აღმოჩდნენ მოწოდების სიმაღლეზე.ამას ისიც დაემატა, რომ საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე, ვიზავის აგრესიულ თამაშს, რუდი ფერნანდესის ტრავმა მოჰყვა და ეს უკანასკნელიც გასახდელში გაიყვანეს.
უნდა ითქვას, რომ მატჩის ბოლო წუთამდე, დაძაბული სუფევდა პარკეტზე.ესპანელებს შეეძლოთ თავის სასარგებლოდ შემოებრუნებინათ ყველაფერი, თუმცა რამდენიმე შეცდომამ, პაბლო ლასოს გუნდი, სეზონში მეორე მარცხისთვის გაწირა.
მადრიდელთა მონაგარი: რუდი (12 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი), რეიესი (9ქ, 6მ, 1პ), მიროტიჩი (11ქ, 7მ, 1პ), როდიგესი (18ქ, 3მ, 4პ), დარდენი (7ქ, 4მ), ლული (9ქ, 2მ, 2პ), ბურუსისი (13ქ, 3მ), სლოტერი (2ქ, 2პ), მეხრი (2ქ, 1მ).
სტუმრების მხრიდან, ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, სალა მეხრის აქტივშია (+9).
ევროლიგის „ფ“ ჯგუფის სატურნირო ცხრილი:
- 14 მარტი 2014
- 2 155
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.