არბელოა იმედს არ კარგავს
ალვარო არბელოა, რომელსაც ტრავმის გამო 2 თვე მოუწევს ლაზარეთში ყოფნა, იმედს არ კარგავს, რომ ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე შეძლებს გამგზავრებას.
„სამწუხაროდ, დაზიანება იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი.სამედიცინო შემოწმების თანახმად, 6-დან 8 კვირამდე მომიწევს თამაშგარეში ყოფნა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, სახიდან ღიმილის გაქრობას არ ვაპირებ და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მალე მუხლის მორჩენა და კვლავ ასპარეზობა.“
„იმედია, მაისის დასაწყისში დავბრუნდები და ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მივიღებ მონაწილეობას, ხოლო შემდეგ მუნდიალზე შევძლებ გამგზავრებას.ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“
„ტრავმის მიღებამდე კარგ კონდიციებში ვიმყოფებოდი.დანიელი დიდებული მოთამაშეა.ის საკმაოდ კონკურენტუნარიანია და სწორედ მისი წყალობით, ყოველდღე თავდაუზოაგავად ვმუშაობდი.გადაწყვეტილებას კი ანჩელოტი იღებს.“
MARCA
- 14 მარტი 2014
- 1 415
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.